დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პრინციპი, რომ ჯერ კერძო დაზღვევამ გადაიხადოს და შემდეგ ჩაერთოს საყოველთაო, ინდუსტრიისთვის მიუღებელია - დევი ხეჩინაშვილი

პრინციპი, რომ ჯერ კერძო დაზღვევამ გადაიხადოს და შემდეგ ჩაერთოს საყოველთაო, ინდუსტრიისთვის მიუღებელია - დევი ხეჩინაშვილი

2023-11-03 18:00:32

სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი უარყოფითად აფასებს დასაქმებულთა სავალდებულო დაზღვევა-გადახდის წესში ცვლილებას, რომლის თანახმადაც გადახდის პირობები იცვლება და ხარჯის გაღებას სახელმწიფო პირველ ეტაპზე კერძო დაზღვევას აკისრებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობის დადგენილება 2024 წლიდან შევა ძალაში.

დევი ხეჩინაშვილი ამბობს, რომ აუცილებელია მხარეებს შორის კონსულტაციები, რომ დადგენილების პირობები გადაიხედოს. 

„მთავრობის დადგენილებით, ჯერ იხდიან სადაზღვევოები და მერე ფარავს სახელმწიფო. ვითხოვთ, ეს შეჩერდეს და გავიაროთ ტექნიკური კონსულტაციები. ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ისე, რომ არავინ დაზიანდეს.

მაგალითისთვის, ვთქვათ, დაზღვეული მყავს კომპანია, რომლის თანამშრომლების 35%-მდე პენსიონერია. გათვლა მაქვს გაკეთებული ყველაფრის, იმის გათვალისწინებით, რომ სადაზღვევო პროდუქტი აქვთ დაშენებული სადაზღვევო პროგრამაზე. ახლა მეუბნებიან, რომ ჯერ მე დავფარო.

არავინ ინტერესდება, ჩემი სადაზღვევო პროდუქტი პასუხობს თუ არა იმას, რაც სჭირდება ადამიანს. იმის გამო, რომ გარემოებები შეიცვალა, იძულებული ვხდები, გავაჩერო სერვისი ან გავაძვირო. ცხადია, საუბარი არ არის მხოლოდ პენსიონერებზე, იგივე ვითარება იკვეთება ბავშვებთან დაკავშირებით, ასევე მშობიარობის დაზღვევა, რაც საკმაოდ დიდი ხარჯია, ასე მარტივად ამის გაკეთება არ შეიძლებოდა, ამიტომ სახელმწიფოსთან დიალოგი აუცილებელია", - ამბობს ხეჩინაშვილი Business Insider Georgia- თან.

სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დასაქმებულთა და მათი ოჯახების სავალდებულო დაზღვევის შემოღების აუცილებლობაზეც საუბრობს და დასძენს, რომ ამის გარეშე ბაზარი ვერ განვითარდება.

„შესაძლოა, რაღაც ეტაპზე დაიწყონ რეფორმა. სხვა გზით წავიდნენ, რომელიც უფრო ეფექტური იქნება. ჩემი აზრით, ერთ-ერთი ასეთია დასაქმებულთა და მათი ოჯახებისთვის სავალდებულო დაზღვევის შემოღება.

ამის გარეშე დაზღვევის ბაზარი ვერ განვითარდება. მნიშვნელოვანია ასევე  საბაზისო პაკეტის შემოღება, რაზეც მუშაობა დროულად უნდა დაიწყოს,“ - აცხადებს დევი ხეჩინაშვილი.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები