დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ყაზახეთი ხახვის ექსპორტზე მორატორიუმს კვოტით ცვლის

ყაზახეთი ხახვის ექსპორტზე მორატორიუმს კვოტით ცვლის

2023-03-19 10:00:45

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ყაზახეთიდან ხახვის ექსპორტის მორატორიუმის საექსპორტო კვოტით შეცვლას გეგმავს. 

20 ათასი ტონა ხახვის  ექსპორტზე კვოტა 28 აპრილამდე იმოქმედებს, ლიმიტი ერთ აპლიკანტზე 500 ტონა იქნება.

ყაზახეთმა 28 იანვარს ხახვის ექსპორტზე სამთვიანი აკრძალვა დააწესა, რათა პროდუქტზე ფასების ზრდა შეეჩერებინა.

რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მაშინ აღნიშნა, რომ წყალდიდობამ პაკისტანში, (ხახვის ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებელში), მეზობელ ქვეყნებში იაფფასიან ყაზახურ ხახვზე მოთხოვნის ბუმი გამოიწვია.

2023 წლის იანვარში, ცივი ამინდის შემდეგ, ხახვის მარაგების უმეტესობა განადგურდა. ცენტრალური აზიის დანარჩენმა ექსპორტიორმა ქვეყნებმა: ყირგიზეთმა, ტაჯიკეთმა და უზბეკეთმა (თურქმენეთს ხახვი ყაზახეთიდან და უზბეკეთიდან შემოაქვს) ასევე ხახვის ექსპორტზე აკრძალვა დააწესეს. 

ადგილობრივი მწარმოებლების ზეწოლით, ყირგიზეთმა მარტის დასაწყისში გააუქმა ხახვის ექსპორტზე აკრძალვა. ტაჯიკეთში ხახვის ექსპორტი ნებადართული იქნება ზამთრის ხახვის პირველი მოსავლის შემდეგ, რომელიც ბაზარზე აპრილის დასაწყისში გამოჩნდება.

ყაზახი ფერმერები მთავრობას ხახვის ექსპორტის აკრძალვას სთხოვენ, იმის შიშით, რომ გაზაფხულზე პროდუქტი საცავებში გაფუჭდება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები