დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ყაზახეთმა ბაქო-თბილსი-ჯეიჰანით ნავთობის ექსპორტი 18-ჯერ გაზარდა

ყაზახეთმა ბაქო-თბილსი-ჯეიჰანით ნავთობის ექსპორტი 18-ჯერ გაზარდა

2023-07-13 09:10:25

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ყაზახეთის KazTransOil -მა, აქტაუს პორტში მდებარე თენგიზ საბადოდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით 347 100 ტონა ნავთობის ექსპორტი განახორცოელა. 

ამის შესახებ აზერბაიჯანულ Trend-ს კომპანიის წყარომ განუცხადა.

ინფორმაციის თანახმად, ეს მაჩვენებელი 18-ჯერ აღემატება პირველ კვარტალს, როდესაც თენგიზის საბადოდან 19 200 ტონა ნავთობი იყო გადაზიდული.

2022 წელს ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა გასცა ბრძანება ტრანსკასპიის დერეფნის გასწვრივ ნავთობის ტრანსპორტირების გაზრდის შესახებ.

ამ ინსტრუქციის შესაბამისად, სს NC KazMunayGas-მა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) გააფორმეს ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს წელიწადში 1,5 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირებას თენგიზის საბადოდან ბაქო-თბილისი- ჯეიჰანის ნაბთობსადენით. 

იმავდროულად, 2023 წლის პირველ კვარტალში KazTransOil-მა მნიშვნელოვნად გაზარდა ნავთობის ტრანსპორტირების მოცულობა მისი მთავარი მილსადენის სისტემით.

მთლიანმა მოცულობამ 10,3 მლნ ტონას მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 591 000 ტონით ზრდას წარმოადგენს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

23 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები