დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ყაზახეთში 4-დღიანი სამუშაო კვირა ივლისიდან დაკანონდება

ყაზახეთში 4-დღიანი სამუშაო კვირა ივლისიდან დაკანონდება

2023-04-24 13:20:55

2023 წლის ივლისიდან ყაზახეთის შრომის კოდექსის თანახმად, ოთხდღიანი სამუშაო კვირა 1-ელი ივლისიდან დაკანონდება. 

როგორც ყაზახური მედია წერს, შრომის კოდექსის შესაბამისად, გათვალისწინებულია ასევე ხუთდღიანი ან ექვსდღიანი სამუშაო კვირა, ასევე ნახევარ განაკვეთიანი სამუშაო კვირა (ხანგრძლივობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით).

იმავდროულად, ცალკეულ ინდუსტრიებში საჭირო ხდება ხუთდღიანი და ოთხდღიანი სამუშაო კვირის დაწესება ერთდროულად სხვადასხვა კვირაში:

71-ე მუხლის მე-3 პუნქტს სამუშაო საათები დაემატება შემდეგი შინაარსის მეორე ნაწილით:

„მხარეთა შეთანხმებით, შრომითი ხელშეკრულება იძლევა ოთხდღიანი სამუშაო კვირის დადგენის უფლებით ხუთდღიანი ან ექვსდღიანი სამუშაო კვირის მონაცვლეობით“, - ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან დაკავშირებით, 78-ე მუხლის მე-2 პუნქტი, ზეგანაკვეთური სამუშაოს მაქსიმალური რაოდენობა იყოფა 4-, 5-დღიან სამუშაო კვირად:

ცნობილია, რომ ზეგანაკვეთური სამუშაოს ჯამური ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს თვეში თორმეტ საათს - ოთხდღიანი, ხუთდღიანი და ექვსდღიანი სამუშაო კვირაში და წელიწადში 120 საათს - სამუშაოს შემაჯამებელი აღრიცხვის დადგენისას.

შესაბამისად, 84-ე მუხლი ადგენს დასვენების დღეებს ოთხდღიანი სამუშაო გრაფიკით.

ხუთდღიან, ექვსდღიან ან ოთხდღიან სამუშაო კვირაში, ზოგადი დასვენების დღეა კვირა. მეორე ან მესამე დასვენების დღე ხუთდღიანი და (ან) ოთხდღიანი სამუშაო კვირის შემთხვევაში განისაზღვრება კოლექტიური ხელშეკრულებით ან შრომითი დებულებით.

კანონმდებლების  თქმით, შესაძლებელი იქნება განსხვავებული სამუშაო რეჟიმი. ოთხდღიანი სამუშაო კვირა, სავარაუდოდ, ხუთდღიან სამუშაო კვირასთან მონაცვლეობით დაინერგება. ეს პრაქტიკა უკვე გამოიყენება საოფისე მუშაკებზე და შეესაბამება შრომის საერთაშორისო სტანდარტებს.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

23 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები