დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების, ამ ძალოვანი უწყებების ყოფილ თანამშრომელთა პენსია 1000-ლარამდე გაიზრდება - პრემიერი

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების, ამ ძალოვანი უწყებების ყოფილ თანამშრომელთა პენსია 1000-ლარამდე გაიზრდება - პრემიერი

2023-11-03 14:46:20

მივიღეთ გადაწყვეტილება - ყოფილი პოლიციელები, ჯარისკაცები, ამ ძალოვნების თანამშრომლები მიიღებენ გაზრდილ პენსიას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„დღემდე მაქსიმალური ზღვარი პენსიის იყო 560 ლარი და გაიზრდება 1000 ლარამდე. 20%-ით გაიზრდება თითოეულ ნამსახურებ წელზე გათვლილი თანხის მოცულობა. მინდა მადლიერება გამოვხატო ჩვენი ძალოვანი უწყებების მიმართ და ეს იქნება ღირსეული პენსია, რომელიც გვინდა ყოველ წელს გაიზარდოს“, - აღნიშნა პრემიერმა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

17 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები