დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ყველანაირად ვეცდებით, დინამო თბილისი ახალ ლოკაციაზე გადავიდეს - კლუბის პრეზიდენტი

ყველანაირად ვეცდებით, დინამო თბილისი ახალ ლოკაციაზე გადავიდეს - კლუბის პრეზიდენტი

2024-01-08 15:35:00

ყველანაირად ვეცდებით, დინამო თბილისი ახალ ლოკაციაზე გადავიდეს, სადაც დინამოელებს იდეალურ პირობებს შევუქმნით, - ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის პრეზიდენტმა განაცხადა. რომან ფიფიას თქმით, საუბარია კლუბისთვის ახალ საწვრთნელო ცენტრის მშენებლობაზე, რომელიც ათამდე უმაღლესი ხარისხის მინდორს მოიცავს.

„აქვე განთავსდება ჩვენი აკადემია, რომელიც 1000-ზე მეტი ბავშვის მიღებას შეძლებს. ვფიქრობ, რომ პირველი გუნდისა და აკადემიის ერთ სივრცეში გაერთიანება, როგორც ეს ბევრ უმაღლესი დონის ევროპულ კლუბში ხდება, ძალიან დაგვეხმარება ჩვენი მოთამაშეები კიდევ უფრო მაღალ დონეზე განვავითაროთ. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად, რა თქმა უნდა, ქალაქ თბილისის მერიის დახმარებაც დაგვჭირდება. შესაბამისად იმედი გვაქვს, რომ ქალაქის მმართველი ორგანო ამ პროცესში აქტიურად ჩაერთვება“, - აღნიშნულია რომან ფიფიას განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ორ წელიწადში დინამო თბილისი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.

„ჩვენი მიზანია, რომ ასეთ დიდებულ თარიღს განსაკუთრებული სიახლით შევხვდეთ. მოგეხსენებათ, რომ უკვე რამდენიმე წელია დინამოს ბაზის გარშემო საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა მიმდინარეობს. ეს ფაქტი დღითიდღე ართულებს კლუბის ყოველდღიურობას და ხელს გვიშლის მოთამაშეებს შევუქმნათ მყუდრო და კომფორტული გარემო“, - განაცხადა რომან ფიფიამ.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები