დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა ეტაპზეა და რამდენს ხარჯავს სახელმწიფო დედოფლისწყაროსა და სიღნაღის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციაზე

რა ეტაპზეა და რამდენს ხარჯავს სახელმწიფო დედოფლისწყაროსა და სიღნაღის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციაზე

2024-03-21 10:19:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სიღნაღის მუნიციპალიტეტთან დამაკავშირებელი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს აგრძელებს.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტის საფარისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა. 4 კმ-იან მონაკვეთზე კი, უკვე მოწყობილია ასფალტ-ბეტონის საფარი.

პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება 10.5 კმ-იან მონაკვეთს. სარეაბილიტაციო გზა სოფელ არბოშიკიდან იწყება და  სოფელ ზემო მაჩხაანს გაივლის.

პროექტით გათვალისწინებულია ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება და ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია. ასევე  მოეწყობა მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, მიერთებები და საგზაო ნიშნები. მოინიშნება გზის სავალი ნაწილიც.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 11.7 მილიონი ლარია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

7 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები