დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა გაძვირდა წლის განმავლობაში ყველაზე მეტად

რა გაძვირდა წლის განმავლობაში ყველაზე მეტად

2023-11-04 02:53:24

წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად სხვადასხვა საქონელი და მომსახურება გაძვირდა.

როგორც საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2023 წლის ოქტომბერში 2022 წლის ოქტომბერთან შედარებით ყველაზე მეტად, 9.8%-ით სხვადასხვა საქონელი და მომსახურება გაძვირდა, რაც 0.52 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე.

ფასები, უმეტესწილად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება (26.3 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (5.7 პროცენტი), პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (3.4 პროცენტი);

6.6%-იან ზრდას აჩვენებს ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო, რაც 0.45 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე.

ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმის (6.8 პროცენტი), ისე ალკოჰოლური სასმელების (6.4 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

5,8%-იანი ზრდაა სასტუმროების, კაფეების და რესტორნების ჯგუფში. 4,2%-იანი ზრდაა საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირის ჯგუფში.

 შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0.43 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (11.2 პროცენტი) და ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (9.9 პროცენტი);

2023 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.8 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.1 პროცენტით განისაზღვრა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები