დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა გაძვირდა წლიურ ჭრილში ქვეყანაში ყველაზე მეტად - მარტის სტატისტიკა

რა გაძვირდა წლიურ ჭრილში ქვეყანაში ყველაზე მეტად - მარტის სტატისტიკა

2024-04-03 12:45:00

წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად სხვადასხვა საქონელი და მომსახურება გაძვირდა. როგორც საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2024 წლის მარტში 2023 წლის მარტთან შედარებით ყველაზე მეტად, სხვადასხვა საქონელი და მომსახურება გაძვირდა.

საუბარია ფასების 10.2%-იან ზრდაზე, რაც წლიურ ინდექსზე 0.54 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების მატება დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება (26.6 პროცენტი), პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (10.6 პროცენტი), დაზღვევა (3.9 პროცენტი) და პირადი ჰიგიენა (3.2 პროცენტი);

წლიურ ჭრილში ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.1 პროცენტით, რაც 0.98 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (11.0 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (5.8 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (1.9 პროცენტი);

6,3%-ითაა გაძვირებული სასტუმროების, კაფეების და რესტორნების მომსახურების ფასები.

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო - აღნიშნულ ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.31 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (5.7 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (3.1 პროცენტი);

2024 წლის მარტში შედარებული 2023 წლის მარტთან ფასების 3,6%-იანი ფასების ზრდა ფიქსირდება განათლების მიმართულებით, ხოლო 1,2%-იანი ზრდაა ჯანმრთელობის დაცვის კუთხით. 

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.01 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.5 პროცენტი შეადგინა. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები