დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა გავლენა აქვს გლობალურ სასაქონლო ბაზრებზე მიმდინარე ტენდენციებს საქართველოზე - Galt & Taggart-ის სექტორული კვლევების ხელმძღვანელის შეფასება

რა გავლენა აქვს გლობალურ სასაქონლო ბაზრებზე მიმდინარე ტენდენციებს საქართველოზე - Galt & Taggart-ის სექტორული კვლევების ხელმძღვანელის შეფასება

2024-03-26 11:59:00

ძალიან რთულია მიმოვიხილოთ ნედლეულის ბაზრები იმ კონტექსტის გათვალისწინების გარეშე, რასაც ქმნის დღეს გლობალური პოლიტიკური, სამხედრო  თუ ეკონომიკური პროცესები, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის სექტორული კვლევების ხელმძღვანელმა კახა სამყურაშვილმა Business Insider Georgia-ს განუცხადა.

მისი თქმით, რაც ხდება გლობალურ სასაქონლო ბაზრებზე, მეტწილად პოვებს ხოლმე ასახვას საქართველოს ბაზარზე.

„მაგალითად, ნავთობის ფასების დინამიკა განსაზღვრავს საქართველოში ნავთობპროდუქტების ფასებს.  ნავთობის გლობალურ ფასებზე და რეგიონზე გავლენა ჰქონდა წითელი ზღვის კრიზისს და ისრაელი-ჰამაისს ომის ეფექტს. ნავთობის ფასის ნებისმიერი ცვლილება გავლენას ახდენს ნავთობპროდუქტების ფასებზე საქართველოში და პირობითად, ის თუ რა იქნება ნავთობის ფასი 2024 წელს განსაზღვრავს როგორ შეიცვლება პირობითად ნავთობპროდუქტების, დიზელისა და ბენზინის ფასი ავტოგასამართ სადგურებზე“, - ამბობს კახა სამყურაშვილი.

ასევე, საქართველოზე ირიბი, მაგრამ ეფექტური გავლენა ჰქონდა გაზის გლობალურ ბაზარზე მიმდინარე ტენდენციებს.

„ბოლო ორი წელი ევროკავშირში ფაქტობრივად ენერგოკრიზისი იყო. დიდი მერყეობა დაფიქსირდა ბუნებრივი აირის ფასებში, თუმცა, დღეს უკვე ვითარება სტაბილურია და საინტერესოა, ამ ყველაფრის ეფექტები საქართველოს ეკონომიკაზე. პირდაპირი ეფექტი მცირეა, იმიტომ რომ ჩვენ ნაკლებ კორელაციაში ვართ საერთაშორისო ბაზრის ფასებთან, რადგან ბუნებრივ აირს ვიღებთ აზერბაიჯანიდან, მაგრამ მაინც საკმაოდ დიდი ეფექტი ჰქონდა ბუნებრივ აირზე ფასის მერყეობას სხვა დარგებზე.

მაგალითად, ბუნებრივი აირის გაძვირებამ გამოიწვია სასუქებზე ფასების ზრდა, რადგან წარმოებაში ეს მთავარი კომპონენტია. სასუქების ექსპორტის ღირებულება 2022 წელს გაორმაგდა. 2023 წელს იყო კლება, რადგან ფასები შემცირდა საერთაშორისო ბაზრებზე. გარდა ამისა სასუქების ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ცენტრალური აზიიდან ტრანზიტი, რადგან ყაზახეთის, უზბეკეთისა და თურქმენეთის სასუქების ექსპორტი საქართველოსა და ქართული პორტების გავლით განხორციელდა. მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი ეფექტი არ ჰქონია საქართველოზე ბუნებრივ აირზე ფასის მერყეობას, არაპირდაპირი ეფექტები კი ძალიან დიდი იყო“, - აღნიშნავს კახა სამყურაშვილი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

14 საათის წინ

14 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები