დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა გეგმები აქვს GREDA-ს 2024 წელს და რა როლი აქვს განახლებადი ენერგიის სექტორის განვითრებაში - მაია მელიქიძის პასუხი

რა გეგმები აქვს GREDA-ს 2024 წელს და რა როლი აქვს განახლებადი ენერგიის სექტორის განვითრებაში - მაია მელიქიძის პასუხი

2024-04-25 13:00:00

ასოციაციას ოთხი მნიშვნელოვანი კომპონენტი აქვს სამომავლოდ დღის წესრიგში. ერთი, ეს არის ბიუროკრატიის შემცირება, მეორე, კომუნიკაციის გაძლიერება, მესამე, საგანმანათლებლო კომპონენტის კიდევ უფრო გააქტიურება, ცნობიერების ამაღლება და მეოთხეა, საკანონმდებლო ინიციატივებით ჩვენი სექტორის უზრუნველყოფა, - ამის შესახებ „სხვა ინტერვიუს“ ფორმატში გიორგი აბაშიშვილს საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ განუცხადა. 

 განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის შეფასებით ასოციაცია, უკვე 7 წელია არსებობს და მისი მიზანია  განახლებადი ენერგიების მხარდაჭერა.

„განახლებადი ენერგია არის ის მნიშვნელოვანი წყარო, რომელიც ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათია. გადამწყვეტია, და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს 100-წლიანი გამოცდილება ჰიდროენერგეტიკის მიმართულებით. შესაბამისად ბუნებრივია, რომ ჰიდროენერგია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, მაგრამ არა ერთად-ერთი. ამ ბოლო პერიოდში უკვე აქტუალური გახდა მზისა და ქარის ენერგიის გამოყენება, ბიომასა. უკვე ვსაუბრობთ მწვანე წყალბადზე.

ბუნებრივია, ეს ყველაფერი საჭიროებს დამატებით ექსპერტიზას, ცნობიერების ამაღლებას და კომუნიკაციას შესაბამის ინსტიტუტებთან და ხიდების აგებას სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის და დიალოგის ფორმატის შექმნას“, - განაცხადა მაია მელიქიძემ.

მისი თქმით, მას შემდეგ რაც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოიპოვა, ქვეყანას უფრო მეტი ვალდებულება დაეკისრა, ამიტომ სამუშაოც გაიზარდა და საშინაო დავალებაც მეტი აქვს.

უამრავ გამოწვევას ვაწყდებით ამ მიმართულებით და ასოციაცია ზუსტადაც ემსახურება ამ გამოწვევებისა და სირთულეების გადალახვის პროცესში კერძო სექტორს. კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ პროცესში ის ინიციატივა, რომელიც ამ ასოციაციას გააჩნია, ეს არის ახალი კანონპროექტი, რომელიც ახდენს იმ რისკების ჰეჯირებას, რომლის წინაშეც დგას ხოლმე ენერგეტიკის სექტორი. კონკრეტულად საუბარია იმაზე, რომ ჩვენ ვიბრძვით, რათა ავამაღლოთ ცნობიერება ენერგეტიკასთან მიმართებით. თუ რამდენად მნიშვნელოვანია და ღირებულია ის რომ ენერგეტიკა არის ეკონომიკის საწყისი. 

ამ პირობებში ბუნებრივია ნორმალურია, რომ მოსახლეობას უჩნდება კითხვა, რომ რა სარგებელს მიიღებენ? ინვესტორი მოვიდა, ააშენა მზის, ქარის ან თუნდაც წყლის ჰიდროელექტროსადგური, თუმცა ჩვენ რა სარგებელი? ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური კითხვა. ზუსტად ამ კითხვაზე გასცა პასუხი GREDA-მ (საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია) და პრინციპში დავეხმარეთ სახელმწიფო სტრუქტურას იმაში, რომ ეს ძალიან მაღალი ტემპერატურა რაც არსებობს რეგიონებში, როგორმე შევამციროთ და დავეხმაროთ როგორც ინვესტორებს, ისე ადგილობრივ მოსახლეობას. ამაში ჩვენი როლი განსაკუთრებით დიდია“, - განაცხადა მაია მელიქიძემ.

 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

7 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები