დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა ღირს თბილისა და კიშინაუს შორის Georgian Wings-ის ავიაბილეთები

რა ღირს თბილისა და კიშინაუს შორის Georgian Wings-ის ავიაბილეთები

2023-12-12 19:00:46

ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-ი 2024 წლის 20 თებერვლიდან თბილისი-კიშინაუ-თბილისის მიმართულებით იწყებს ოპერირებას. ამ დროისათვის ავიაკომპანიის ვებგვერდზე თბილისი- კიშინაუ-ს მიმართულებაზე ბილეთის ფასი 329 ლარიდან იწყება, ხოლო კიშინაუ-თბილისის მიმართულებაზე კი 265 ლარიდან. 

თბილისს და კიშინაუს შორის ზამთრის სანავიგაციო სეზონზე ფრენები კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათს და შაბათს შესრულდება.

მგზავრებს, თბილისი-კიშინაუს საჰაერო ხაზზე, 148 მგზავრზე გათვლილი, Boeing 737-300-ის ტიპის საჰაერო ხომალდი მოემსახურებათ.

Georgian Wings-ი ახორციელებს ფრენებს როგორც ქვეყნის შიდა, ასევე საერთაშორისო რეისებზე, თბილისი-ბათუმის და თბილისი-ბაქოს მიმართულებით.

2024 წლის თებერვლის თვიდან Georgian Wings-ი,  მოლდოვის გარდა, ასევე რეგულარული ფრენების შესრულებას გეგმავს ყაზახეთსა და უზბეკეთში. ავიაკომპანია მგზავრებს კომფორტული და მარტივი მოგზაურობისთვის, უახლოეს პერიოდში ტრანზიტულ ავიაბილეთის შესთავაზებს.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები