დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა მიმართულებებს ირჩევენ საქართველოში კულტურული ტურიზმის მოყვარული უცხოელები

რა მიმართულებებს ირჩევენ საქართველოში კულტურული ტურიზმის მოყვარული უცხოელები

2023-08-13 13:59:05

ქვეყნის პრიორიტეტი არის კულტურული ტურიზმი და მათთვის ქვეყანაში ყველაზე პოპულარული მიმართულებები იმის მიხედვით განისაზღვრება თუ სად ჩამოდის ვიზიტორი, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელმა ნატა კვაჭანტირაძემ განაცხადა.

„გააჩნია სად ჩამოდის ტურისტი, მაგრამ სამივე პირდაპირი მიმართულება, საიდანაც ტურისტი ქვეყანაში პირდაპირი რეისებით შემოდის არის პრიორიტეტული. რა თქმა უნდა თბილისი, იმერეთის და აჭარის რეგიონები. იქიდან გამომდინარე თუ სად მოხვდება ჩვენთან ჩამოსული ტურისტი შესაბამისადაც ირჩევს იმ ძირითად მოსანახულებელ ადგილებს, რაც მიმდებარე ტერიტორიებს უკავშირდება.

მაგალითად თუ ტურისტი ქვეყანაში თბილისში ჩამოდის და მოკლევადიანი ვიზიტია ირჩევს თბილისთან ახლოს 2-3 საათიან რადიუსს. ეს შეიძლება იყოს კახეთი, ყაზბეგი, ქართლი. მაგრამ თუ ის ჩამოდის იმერეთში, იმერეთის მასშტაბით საინტერესოა მისთვის ქუთაისი, ასევე სტუმრობენ ვარძიას, სამცხე ჯავახეთს. იგივეა აჭარის ნაწილშიც. აჭარაში ჩამოსული ტურისტი ძალიან ხშირად მიდის სვანეთში სამოგზაუროდ. მაგრამ თუ ვისაუბრებთ რა მიმართულებებზე? გეტყვით, რომ ქვეყნის პრიორიტეტი არის კულტურული ტურიზმი, რომელიც იმის და მიხედვით განისაზღვრება სად ჩამოდის ვიზიტორი. კულტურული ტურიზმის ჭრილში ასევე კონცენტრირდება მომხმარებელი, ჩვენი გასტრონომიით და ღვინით“, - ამბობს საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი.

ნატა კვაჭანტირაძის აზრით, კულტურული ტურიზმის ჭრილში პრიორიტეტული მიმართულებებია თბილისი, კახეთი, ყაზბეგი, სამცხე ჯავახეთი. თბილისის აეროპორტით უმეტესწილად ჩამოდიან კულტურული ტურიზმის მიმართულებით, ხოლო უფრო დასვენების კუთხით კი ქუთაისის ან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებით. 

ნატა კვაჭანტირაძის თქმით, საქართველოში კულტურული ტურიზმი აინტერესებს ევროპელებს, ისრაელის მოქალაქეებს და ასევე ლიდერობს ახლო აღმოსავლეთიც. 

„თუმცა ჩვენი მეზობელი ქვეყნები და აღმოსავლეთი საბოლოდ მაინც დასვენების პაკეტებს ირჩევენ: ბორჯომი, წყალტუბო, საირმე და სხვა. შესაბამისად მათი დასვენება უკავშირდება სამედიცინო მიმართულებასაც“, - ამბობს კვაჭანტირაძე.

 

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები