დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა მიმართულებებზე გაიზარდა ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი

რა მიმართულებებზე გაიზარდა ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი

2023-11-10 11:09:43

სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი (HICP) 2023 წლის ოქტომბერში სექტემბერთან შედარებით 0.8%-იან ზრდას აჩვენებს.

საქსტატის მონაცემებით, თვიურ ჭრილში HICP - ყველაზე მაღალია შემდეგ კატეგორიაში: ტრანსპორტი (3.6%), ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (3.4%), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (1.3%), საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (0,6%), სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (0,5%).

ჯანმრთელობის დაცვის HICP- თვიურ ჭრილში 0.4%-ითაა გაზრდილი, ხოლო სხვადასხვა საქონელი და მომსახურება ასევე 0.4%-ით. 

თვიურ ჭრილში, ანუ ოქტომბერში სექტემბერთან მიმართებაში HICP-ის კლება დაფიქსირდა: განათლებაში (-1,7%%), დასვენება, გართობა და კულტურა (0.7%), კავშირგაბმულობა (0,2%) და სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (0,1%)

სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი (HICP) გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს.

სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გაანგარიშება ეფუძნება ევროკავშირის მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელოს და რეგულაციებს, რომელთა ზედმიწევნით დაცვა სავალდებულოა ამ ინდიკატორის მწარმოებელი ყველა ქვეყნისთვის.

საქსტატის განმარტებით, HICP გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს. ის ეფუძნება ერთიან, ჰარმონიზებულ მეთოდოლოგიას და ამდენად, საქართველოს მიერ ამ ინდიკატორის წარმატებით დანერგვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით.

HICP არ შეცვლის აქამდე არსებულ სამომხმარებლო ფასების ინდექსს, რომელიც კვლავ გამოიყენება ინფლაციის მაჩვენებლის გაანგარიშებისთვის. ჰარმონიზებული ინდექსი წარმოადგენს დამატებით საანალიზო მაჩვენებელს და გამოყენებული იქნება საერთაშორისო შესადარისობის უზრუნველყოფისთვის. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები