დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა მიზნით აშენებს ჩინეთი, პაკისტანთან დამაკავშირებელ $58 მილიარდიან სარკინიგზო მაგისტრალს

რა მიზნით აშენებს ჩინეთი, პაკისტანთან დამაკავშირებელ $58 მილიარდიან სარკინიგზო მაგისტრალს

2023-04-30 12:00:56

ჩინეთი, უმსხვილესი სატრანსპორტო პროექტის Belt and Road Initiative-ის ფარგლებში, $58 მილიარდიანი სარკინიგზო სისტემის აშენება სურს, რომელიც ქვეყანას პაკისტანთან დააკავშირებს.

პროექსტის მიზანია დასავლეთის ქვეყნებთან ვაჭრობაზე დამოიდებულება შეამციროს, იტყობინება ჰონგ კონგის ინგლისურენოვანი South China Morning Postი

$57,7 მილიარდი (400 მილიარდი იუანი) გეგმა განიხილეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული China Railway First Survey and Design Institute Group Co Ltd-ის ანალიტიკოსებმა. 1 860 მილის სიგრძის სარკინიგზო სისტემა დააკავშირებს პაკისტანის პორტ გვადარის ჩინურ ქალაქ კაშგარს ჩინეთის სინციან უიღურულ ავტონომიურ რეგიონში.

3000 კმ სიგრძის რკინიგზა დააკავშირებს ჩინეთის დასავლეთ რეგიონებს არაბეთის ზღვასთან, გვერდის ავლით მალაკას სრუტეს და შეამცირებს დამოკიდებულებას სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე.

სხვა სატრანსპორტო ქსელებთან კავშირები, მათ შორის ირანსა და თურქეთში, ასევე უზრუნველყოფს უფრო პირდაპირ მარშრუტს ევროპისკენ ჩინური საქონლისთვის და, სავარაუდოდ, პაკისტანს ექნება ვაჭრობის უფრო ადვილი შესაძლებლობა გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურის წყალობით.

სავაჭრო გზები მხოლოდ პეკინის უფრო დიდი პროექტის „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს აბრეშუმის გზის უძველესი სავაჭრო გზების გასწვრივ ქვეყნებს შორის ურთიერთქმედებას და ეკონომიკურ თანამშრომლობას მსოფლიოში.

ჩინეთის სამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ამ ინიციატივას შეიძლება ჰქონდეს დიდი გეოპოლიტიკური ზეგავლენა, რაც ხელს შეუწყობს ძალთა ბალანსის გადატანას დასავლეთის მიერ დომინირებული ტრადიციული სავაჭრო გზებიდან.

გუნდმა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ინსტიტუტის კაპიტალის ოპერაციების დირექტორის მოადგილე, ჟანგ ლინგი, თქვა, რომ პროექტი არის ყველაზე ძვირი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა პროექტის ფარგლებში „ერთი სარტყელი, ერთი გზა“.

მიუხედავად ღირებულებისა, პროექტს აქვს პოტენციალი შეცვალოს ვაჭრობა და გეოპოლიტიკა ევრაზიის კონტინენტზე და საჭიროა მისი მხარდაჭერა, - ნათქვამია ჩინურენოვან ჟურნალ Railway Transport and Economics-ში აპრილში გამოქვეყნებულ მოხსენებაში.

„ერთი სარტყელი, ერთი გზა“ არის პროექტი, რომლის მიზანია აზიის აფრიკასთან და ევროპასთან სახმელეთო და საზღვაო მარშრუტების დაკავშირება, რომლის ფარგლებშიც უნდა მოხდეს ინფრასტრუქტურის განვითარება და ისტორიული აბრეშუმის გზის გასწვრივ მდებარე ქვეყნების ეკონომიკური ინტეგრაციის დაჩქარება.

ინიციატივა 2013 წელს ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა წარმოადგინა.

სახმელეთო აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელი მოიცავს ექვს განვითარების დერეფანს: ის აკავშირებს ჩინეთს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასთან, სამხრეთ აზიასთან, ცენტრალურ აზიასთან, რუსეთთან და ევროპასთან სახმელეთო გზით.

21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზა აკავშირებს ჩინეთს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასთან, ინდონეზიასთან, ინდოეთთან, არაბეთის ნახევარკუნძულთან, სომალისთან, ეგვიპტესთან და ევროპასთან, მოიცავს სამხრეთ ჩინეთის ზღვას, მალაკას სრუტეს, ინდოეთის ოკეანეს, ბენგალის ყურეს, არაბეთის ზღვას, სპარსეთის ყურესა და წითელ ზღვას. 

მიმდინარე წლის აპრილში ჩინეთმა გამოაცხადა მზადყოფნა ალმათის რეგიონში აეშენებინა ლოგისტიკური პარკი და სახმელეთო პორტი, რომელიც გახსნის წვდომას კორეის, იაპონიის, ჩინეთის, EAEU-ს, კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ბაზრებზე. ყაზახეთს პროექტის განხორციელებაში დახმარებას ჩინური Shandong Port Corporation (SPG) დაჰპირდა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები