დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა მოხდა რიკოთზე - ირაკლი ქარსელაძის განმარტება

რა მოხდა რიკოთზე - ირაკლი ქარსელაძის განმარტება

2023-04-18 16:45:22

147-ე კილომეტრზე განვითარდა ქვათაცვენა. ეს შეფასდა მომატებულ საფრთხედ გამომდინარე იქიდან, რომ ვიზუალურად თვალნათელი ხდებოდა წვიმის და სხვა კლიმატური ზეგავლენის შედეგად ძალიან დიდი ქვის მასების კონცენტრაცია. მიღებული იყო [საგზაო მოძრაობის ჩაკეტვის] გადაწყვეტილება და მყისიერად დავიწყეთ პროვოცირება დიდი ქვის მასების ჩამოშლის, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, მოხდა ფერდის ჩამოწმენდა, რაც არის აუცილებელი იმისთვის, რომ მაქსიმალურად შეამცირო საფრთხე.

„ამას მოვუნდით 2 დღისა და ერთი ღამის განმავლობაში. 11:27 წუთზე უკვე გაჩერებული იყო მოძრაობა. ის კადრები, რაც გავრცელდა, არის სწორად გაჩერებული მოძრაობის და პროვოცირების შედეგად მიღებული. ასეთი ლოდი კიდევ ბევრი ჩამოვაგდეთ ამ პერიოდის განმავლობაში.

აქაც ეს ყველაფერი იმისთვის კეთდებოდა, რომ 24-საათიანი მონიტორინგის შედეგად, თუკი რაიმე განვითარდებოდა, ჩვენ ყოველთვის გვექნებოდა, გვაქვს და გვექნება იმის რესურსი, რომ ჩავკეტოთ მოძრაობა და არავითარი უბედური შემთხვევა ამის გამო არ მოხდეს.

შესაბამისად, ჩამოიწმინდა, ჩამოვიდა ის დიდი მასები, რაც დათვალიერების შედეგად ჩანდა. ასევე მიღებული იყო შესაბამისი გადაწყვეტილება და კლდესთან მანძილი გაიზარდა.

შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ქვათაცვენას ექნებოდა ის ეფექტი, რომ ჩვენ გვექნებოდა სიგნალი დროული და დროული რეაგირება ამაზე, რომ რაიმე უბედურება არ მომხდარიყო. ქვათაცვენა და მეწყერი, რომ იცოდეთ, ზამთრის პერიოდში 150 მდებარეობაზე გვაქვს ჩვენ და, არა მარტო რიკოთზე.

რა თქმა უნდა, მძიმეა მდგომარეობა, როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას იღებ, მაგრამ ამას სჭირდება ადეკვატური შეფასება. ახლა მე რაც მოგიყევით იმ ვადებიდან გამომდინარე, რაც იყო, ამას შეიძლება ეწოდოს კოლაფსი? ეკონომიკური კოლაფსი? ზოგჯერ შთაბეჭდილება მრჩება, რომ ხალხი, რომელიც ამ სიტყვებს იყენებს, მათი რეალური მნიშვნელობა არ იცის. ან გამძაფრებული აქვს რაღაც გრძნობა, რომელიც ტყუილებს ეფუძნება,“ - განაცხადა ქარსელაძემ.

მინისტრის განმარტებით, 147-ე კილომეტრზე მომხდარს მოსახლეობის უსაფრთხოებასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა.

„ბევრ სხვა არსებულ გზასთან გვაქვს ანალოგიური შემთხვევა და იმასაც ვმართავთ. აქამდე არ დამდგარა ეს საკითხი, მაგრამ როდესაც სურვილი გაქვს, რომ შენი მოსახლეობა დაძაბო, დააშინო, ამით გამოიწვიო მათი უკმაყოფილება, დისკრედიტაცია, როგორც პროექტს, ამ პროექტში ჩართულ ექსპერტს, ადამიანს, მუშას ასე ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, არგუმენტების, მტკიცებულებების გარეშე აკეთო, მიუღებელია.

ეს არის რეალურად „მოდელირებული ქრონიკა“ რიკოთთან მიმართებაში. საზოგადოებას რომ ეტყვი, „ვაიმე, არაფერი ეშველება, დავიღუპეთ, არ იციან ამათ“, ეს შეიძლება? მეტი კი არაფერი იყო ტანკის სურათი რომ აჩვენეს, აი, შემოიჭრნენო,“ - განაცხადა ქარსელაძემ.

მისივე თქმით, რიკოთზე 24 საათიანი მონიტორინგი მიმდინარეობს და საჭიროების შემთხვევაში რეაგირება იქნება შესაბამისი. 

შეგახსენებთ, რომ რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-თან განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, 30 მარტიდან  აიკრძალა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები