დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა ნიშნულამდე შეიძლება გაძვირდეს ოქრო 2024 წელს - პროგნოზი

რა ნიშნულამდე შეიძლება გაძვირდეს ოქრო 2024 წელს - პროგნოზი

2023-12-12 15:03:01

Galt & Taggart-ის მონაცემებით, 2023 წლის ნოემბერში ოქროს ფასი 2.6%-ით გაიზარდა.

ოქტომბრის დასაწყისიდან მისი ღირებულება 11.4%-ითაა მომატებული და გასული აპრილის შემდეგ უმაღლეს ნიშნულსაც მიაღწია.

ამჯერად ინვესტორებმა ძვირფას მეტალს ისრაელი-ჰამასის ომის და მისი შესაძლო შედეგების ჰეჯირებისთვის მიმართეს.

დამატებით, საპროცენტო განაკვეთების შემცირება და შედარებით სუსტი დოლარის მოლოდინი ძვირფასი მეტალის ფასზე დადებითად მოქმედებს.

ანალიტიკოსები ფასის ზრდის გაგრძელებას ელიან და 2024 წლის ბოლოსთვის $2,200 ნიშნულზე მიღწევასაც არ გამორიცხავენ.

TD Securities მიხედვით, 2024 წლის მე-2 კვარტალში ერთი უნცია ოქროს ფასი საშუალოდ $2,100-ზეა მოსალოდნელი.

ოქროს ექსპორტი საქართველოდან: 

2023 წლის 10 თვეში საქართველოდან 70მლნ აშშ დოლარის ოქრო ექსპორტირდა, 2022 წლის 10 თვეში კი 69 მლნ აშშ დოლარის. 

„ოქროს ექსპორტის ღირებულება წლიურად 1.8%-ით გაიზარდა 2023 წლის 10 თვეში, რაც ფასების მატებითაა გამოწვეული, რადგან ექსპორტის მოცულობა წლიურად 2.2%-ით შემცირდა 2.19 ტონამდე“, - ნათქვამია Galt & Taggart-ის ნედლეულის ბაზრის მიმოხილვაში .

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები