დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა პერსპეტივა აქვს კახეთში ბროწეულის ნატურალური წვენის წარმოებას - ფერმერი გამოწვევებზე

რა პერსპეტივა აქვს კახეთში ბროწეულის ნატურალური წვენის წარმოებას - ფერმერი გამოწვევებზე

2024-04-21 13:00:00

100%-ით ნატურალური ბროწეულის წვენი „მიხოს ბაღებიდან“ თანდათან უფრო მოთხოვნადი პროდუქტი ხდება.

პროფესიით აგრონომმა, დედოფლის წყაროში მცხოვრებმა ფერმერმა მიხეილ ღვინიაშვილმა ბროწეულის გაშენება 9 წლის უკან დაიწყო და დღეს 4 ჰა ბროწეულის ბაღებს ფლობს.

ფერმერი ამბობს, რომ ბაღის გაფართოება ბროწეულის წვენის და ნექტრის გაყიდვებზეა დამოკიდებული, რომელსაც საკუთარ ქარხანაში ამუშავებს. 

„ბაღები უკვე 9 წელია მაქვს და დღეისათვის ბროწეული გაშენებული მაქვს 4 ჰა ფართობზე. ჩემსავე საწარმოში ვამუშავებ მხოლოდ ჩემივე ბაღში მოყვანილ ბროწეულს.  თუ გაყიდვები გაიზრდება, მომავალი წლისთვის შევეცდები ბაღების ფართობი გავზარდო“, - განუცხადა Business Insider Georgia-ს ფერმერმა  მიხეილ ღვინიაშვილმა. 

მისივე თქმით, ბროწეულის მოსავლის რეალიზებას არ ახდენს, არამედ ასაწყობებს და მოთხოვნის შესაბამისად გადაამუშავებს. 

„მიღებული მოსავლის რეალიზება არ ხდება, ხდება მისი გადამუშავება და ამის შემდეგ ვახდენთ რეალიზებას. 

საწარმოში ბროწეულის წვენის და ბროწეულის ნექტრის ჩამოსხმას მოთხოვნის შესაბამისად ვახდენთ. ზოგადად კი წლის განმავლობაში ხდება 20-30 ტონა ბროწეულის გადამუშავება. ჩვენს პროდუქციას შემდგომ  სადისტრიბუციო კომპანიას ვაწვდით, რომელიც ქსელში გადანაწილებაზე ზრუნავს“, - აღნიშნა ფერმერმა.

მიხეილ ღვინიაშვილის თქმით, „მიხოს ბაღების“ ბროწეულის წვენის ექსპორტზე ფიქრობს, გარკვეული შეთავაზებებიც ჰქონდა თუმცა საქმე ბოლომდე არ მისულა. 

უახლესი

2 საათის წინ

2 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები