დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა რესურსით ივსება სავალუტო რეზერვები - არჩილ მესტვირიშვილის განმარტება

რა რესურსით ივსება სავალუტო რეზერვები - არჩილ მესტვირიშვილის განმარტება

2023-05-13 17:01:52

როდესაც ბაზარზე მოგვცა საშუალება მოვახდინეთ რეზერვების შეძენა,- ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ  მესტვირიშვილმა საქართველოს სავალუტო რეზერვების ისტორიული მაჩვენებლების შეფასებისას განაცხადა.

როგორც მესტვირიშვილი ამბობს, სებ-სთვის მთავარია კურსის გრძელვადიანი სტაბილურობა რომლისთვისაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ადეკვატური რეზერვების ქონაა.

„რაც შეეხება რეზერვებს, წლის განმავლობაში ჩვენ ბაზარზე აქტიურები ვიყავით. პირველი კვარტლის 460  მლნ დოლარი გაქვს შეძენილი. რეზერვები ისტორიულად მაქსიმუმს 5,1 მლრდ დოლარს შეადგენს. 

ჭარბი რეზერვიც არ არის კარგი, მაგრამ ჩვენი რეზერვები საკმარისზე, მინიმუმზე ქვევით იყო. რეზერვების ადექვატური დონე აუცილებელია გრძელვადიანი მაკროეკონომიკური სტაბილურობისათვის. აქედან გამომდინარე, როდესაც ბაზარზე მოგვცა საშუალება მოვახდინეთ რეზერვების შეძენა.

რაც შეეხება მიზეზებს, საიდან იყო შემოდინება -. გასულ წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ყველაზე დაბალი იყო, 4,1 იყო. აქ გაზრდილი იყო შემოსავლები საერთაშორისო მგზავრობიდან ეს მოიცავს როგორც ტურისტებს ასევე მიგრანტების მიერ დახარჯულ თანხებს. ასევე გაზრდილი იყო ფულადი გზავნილები, ექსპორტშიც დაახლოებით 30%-იანი ზრდა გვქონდა. ამავე დროს იზრდებოდა იმპორტიც, თუმცა ჯამურად შემოსავლებმა გადააჭარბა გადინებას. 

ჩვენთვის მთავარია კურსის გრძელვადიანი სტაბილურობა რომლისთვისაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ადექვატური რეზერვების ქონა და ფასების სტაბილურობა რომელიც კურსის გრძელვადიან სტაბილურობას ხელს უწყობს“, - განაცხადა მესტვირიშვილმა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ამჟამად საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა 5.13 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც 2023 წელს პროგნოზირებული მშპ-ის ($29 მლრდ დოლარი) 18%-ია. რეზერვების ეს მოცულობა ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს. 

აპრილში სავალუტო რეზერვების ზომა 100 მილიონი დოლარით გაიზარდა, წლიურ ჭრილში კი მატება 1.3 მილიარდი დოლარია. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

3 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები