დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა საკითხებზე იმსჯელებენ დღეს მთავრობის სხდომაზე

რა საკითხებზე იმსჯელებენ დღეს მთავრობის სხდომაზე

2023-12-04 10:25:48

დღეს, 4 დეკემბერს,  14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება. სხდომაზე მინისტრთა კაბინეტი 11 საკითხზე იმსჯელებს. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების უმეტესობას მთავრობას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი წარიდგენს. 

საკითხებო, რომელზედაც დღეს მინისტრთა კაბინეტი იმსჯელებს:

  • საქართველოს კანონების პროექტები „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
  • საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „სომგოს კომპანიისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის N616 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”
  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ნიკორასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 14 დეკემბრის №2231 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”
  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „გლობალ ენტერპრაიზისისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 ოქტომბრის №2022 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „გლობალ ენტერპრაიზისის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ”
  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობასა და შპს ,,ჯგალჰეს“- ს შორის „ჯგალ ჰესი’’-ს ჰიდროელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე“
  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობასა და შპს „დიემენ ვინდს“ შორის ,,ქუთაისის ქარის ელექტროსადგურის’’ შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე”
  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდ“-ის (ს/ნ 445601126) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე“
  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საგადასახადო შეთანხმებების გაფორმების შესახებ“
  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კაპიტალის გაზრდის რეზოლუციაზე საქართველოს თანხმობის შესახებ”
  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული და საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის პროექტზე 2018 წლის 18 იანვარს გაფორმებულ პარტნიორთა შეთანხმებაში განსახორციელებელი ცვლილების თაობაზე”

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები