დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა შემოსავალი მიიღეს ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებულმა ეკონომიკურმა სუბიექტებმა 2022 წელს

რა შემოსავალი მიიღეს ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებულმა ეკონომიკურმა სუბიექტებმა 2022 წელს

2023-07-28 11:17:53

საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებულ ეკონომიკურ სუბიექტებში (ბაზრობების დირექციებში) დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 2.8 ათას კაცს შეადგენს, რომელთაგან 33.4 პროცენტი ქალია.

ამასთან, დასაქმებულთა 47.1 პროცენტი ქალაქ თბილისზე მოდის.

2022 წელს ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებულ ეკონომიკურ სუბიექტების შემოსავლებმა 170.7 მლნ. ლარი შეადგინა, საიდანაც 13.1 მლნ. ლარი (7.7 პროცენტი) ვაჭრობის უფლების გაცემიდან (ერთჯერადი გადასახდელის სახით) მიღებული შემოსავალია, 149.5 მლნ ლარი (87.6 პროცენტი) - სავაჭრო ფართის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი, ხოლო 8.1 მლნ ლარი (4.7 პროცენტი) - სხვა შემოსავალი.

ამავე პერიოდში ბაზრებისა და ბაზრობის ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტების დანახარჯებმა 99.5 მლნ. ლარი შეადგინა, აქედან შრომის ანაზღაურება დასაქმებულ პერსონალზე 30.8 მლნ. ლარია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები