დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა შემოსავალი მიიღო საქართველომ ღვინის ექსპორტიდან

რა შემოსავალი მიიღო საქართველომ ღვინის ექსპორტიდან

2024-01-25 10:00:00

ქვეყნიდან რაოდენობრივად ღვინის ექსპორტი შემცირდა, თუმცა შემოსავლების კუთხით ზრდაა. ანუ 2023 წელს ღვინის ექსპორტიდან საქართველომ უფრო მეტი შემოსავალი მიიღო ვიდრე 2022 წელს. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წელს საქართველომ ექსპორტზე 89,509,883.16 ლიტრი ღვინო გაიტანა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 101,662,064.17 ტონა, შესაბამისად კლება 12%-ია.

სტატისტიკური მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ 2023 წელს ქვეყანამ ღვინის რეალიზაციიდან 259,039.13 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 252,548.83 ათასი დოლარის, შესაბამისად ზრდა 3%-ია. 

ბოლო წლების სტატისტიკით, ღვინის ექსპორტიდან შემოსავლების კუთხით რეკორდულ 2023 წელია, ხოლო მოცულობების მხრივ 2022 წელი.

2023 წელს საქართველომ ყველაზე მეტი რაოდენობით ღვინო რუსეთში გაყიდა, საუბარია მთლიანი ექსპორტის 70%-ზე.

TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველომ 2023 წელს მეტი ღვინო გაყიდა:

  • რუსეთი - 62,282,750.16 ლიტრი,
  • პოლონეთი - 5,973,970.55 ლიტრი,
  • უკრაინა - 5,188,531.06 ლიტრი,
  • ჩინეთი - 3,165,799.28 ლიტრი,
  • ყაზახეთი - 2,914,542.80 ლიტრი.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები