დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა შემთხვევაში დაინტერესდებიან ინვესტორები საქართველოში სტრატეგიული პროექტებით - გიორგი ჯახუტაშვილის შეფასება

რა შემთხვევაში დაინტერესდებიან ინვესტორები საქართველოში სტრატეგიული პროექტებით - გიორგი ჯახუტაშვილის შეფასება

2024-04-16 12:00:00

თუ საქართველოში დაგეგმილი სტრატეგიული პროექტები მიზანშეწონილი იქნება ფინანსურად, ცხადია საინვესტიციო ჯგუფები დაინტერესდებიან - ამის შესახებ იმედის დილაში, რუბრიკის Business Insider Georgia-ს ავტორთან საუბრისას „კაპიტოლ მენეჯმენტის“ მმართველმა პარტნიორმა გიორგი ჯახუტაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ ვხედავთ ევროკავშირიდან ინვესტიციებს. ევროკავშირის ქვეყნებიდან ინვესტიციები შუა აზიაშიც ინტენსიურად ხორციელდება. თუმცა ეს ინვესტიციები განიხილება მაინც სტრატეგიული პროექტებისა და პროდუქტების წარმოების ასპექტში. იგივე თბილისის აეროპორტისა და ანაკლიის პროექტი არის სტრატეგიული მნიშვნელობის. თუ ეს პროექტები მიზანშეწონილი იქნება ფინანსურად, ცხადია საინვესტიციო ჯგუფები დაინტერესდებიან და აქ ორი აზრი არ არსებობს“, - განაცხადა გიორგი ჯახუტაშვილმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თბილისისა და ბათუმის აეროპორტში არის TAV-ის ინვესტიციები და თურქეთი არ არის ევროკავშირის ქვეყანა, მიაჩნია, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში სტრატეგიულ პროექტებზე ინტერესი მაღალი იქნება. „მსხვილი პროექტები, უკვე შეკრული და დაკომპლექტებული, სადაც რისკის გარკვეული ფაზა გასულია, ეს ყოველთვის საინტერესო იქნება სტრატეგიული ინვესტორებისთვის“, -აღნიშნა გიორგი ჯახუტაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 8 აპრილს მთავრობამ თბილისში, ვაზიანის ტერიტორიაზე ახალი აეროპორტის მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღო.

„ახალი საერთაშორისო აეროპორტი ყოველწლიურად 19 მილიონამდე მგზავრის გადაყვანის საშუალებას იძლევა. აეროპორტი ასევე იქნება სრულ შესაბამისობაში უმაღლეს თანამედროვე სტანდარტებთან.

0,2 პროცენტული პუნქტით მოიმატებს ეკონომიკის ზრდა, რაც ნიშნავს იმას, რომ მომდევნო წლების განმავლობაში წლიურად, საშუალოდ, დაახლოებით, 350 მლნ ლარი დაემატება საქართველოს ეკონომიკას“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები