დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა თანხა გამოიყოფა აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტებისთვის

რა თანხა გამოიყოფა აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტებისთვის

2024-02-29 13:00:00

აჭარის მთავრობის სხდომაზე მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში რესპუბლიკური ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის საკითხზე იმსჯელეს.

როგორც Business Insider Georgia-ს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტებისათვის ფონდიდან  4 194 000 ლარი გამოყოფას (სულ 317 სოფელი).

კერძოდ:

  • ქობულეთის მუნიციპალიტეტი - არაუმეტეს 846 000 ლარი;
  • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი - არაუმეტეს 968 000 ლარი;
  • ქედის მუნიციპალიტეტი - არაუმეტეს 750 000 ლარი;
  • შუახევის მუნიციპალიტეტი - არაუმეტეს 628 000 ლარი;
  • ხულოს მუნიციპალიტეტი - არაუმეტეს 1 002 000 ლარი.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი სახის პროექტები: საგზაო ინფრასტრუქტურის, სასმელი წყლის, სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების, გარე განათების, სკვერების და წისქვილების მოწყობა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები