დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა ტიპის პრეტენზიებს აფიქსირებენ მომხმარებლები კომერციულ ბანკებთან ურთიერთობაში

რა ტიპის პრეტენზიებს აფიქსირებენ მომხმარებლები კომერციულ ბანკებთან ურთიერთობაში

2023-11-02 16:15:28

სექტემბერში კომერციულ ბანკებში მომხმარებელთა მხრიდან დაფიქსირებულმა პრეტენზიებმა 2 222 ერთეული შეადგინა, რაც გასულ თვესთან შედარებით 36%-ით მეტი მაჩვენებელია, ხოლო გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს კი 46%-ით აღემატება.

სებ-ის სტატისტიკის მიხედვით, მომხმარებელთა მხრიდან ყველაზე მეტი პრეტენზია მიმდინარე ანგარიშს/სადებეტო ბარათებს უკავშირდება, ამ მიმართულებაზე მთლიანი პრეტენზიების 40%-ი მოდის.მეორე ადგილზეა სამომხმარებლო სესხებთან დაკავშირებული პრეტენზიები.

რაც შეეხება დაფიქსირებულ პრეტენზიებს, სტატისტიკა ასეთია: 

ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებული პრეტენზიები - 763 პრეტენზია;

ტრანზაქციები - 739 პრეტენზია;

ადმინისტრაცია/მომსახურება - 305 პრეტენზია;

ჯარიმები და ვადაგადაცილების საკომისიოები - 80 პრეტენზია;

თანამშრომლის მიერ არასწორად მიწოდებული ინფორმაცია - 75 პრეტენზია; 

მომსახურების საკომისიოები - 64 პრეტენზია;

საპროცენტო შენატანები - 36 პრეტენზია;

ეთიკასთან დაკავშირებული - 28 პრეტენზია;

მომხმარებლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემა - 21 პრეტენზია;

სხვა გადასახდელები - 6 პრეტენზია;

სექტემბერში დაფიქსირებული 2222 პრეტენზიიდან კომერციულმა ბანკებმა 905 პრეტენზია უსაფუძვლოდ მიიჩნიეს, ხოლო 501 პრეტენზია - საფუძვლიანად.

 811 პრეტენზიაზე კომერციული ბანკებში განხილვა ჯერ არ დასრულებულა, ხოლო 5 პრეტენზიის შემთხვევაში განხილვა დასრულებულია, პრეტენზია მიჩნეულია საფუძვლიანად, თუმცა პრობლემა არ არის აღმოფხვრილი.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები