დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა ტიპის ტურებს სთავაზობს Go Tour-ი დამსვენებლებს

რა ტიპის ტურებს სთავაზობს Go Tour-ი დამსვენებლებს

2024-04-26 00:24:00

ზაფხულის ტურებზე მაინც ყველაზე დიდი მოთხოვნა ზღვისპირა ქვეყნებზეა, - აცხადებს ტურისტული კომპანია Go Tour-ის დამფუძნებელი ნინო წიკლაური.

როგორც Business Insider Georgia-სთან წიკლაურმა განმარტა. ზაფხულში დასვენებაზე თურქეთი უპირობო ლიდერია და ყველაზე დიდი მოთხოვნა სწორედ თურქეთის საზღვაო კურორტებზე ნარჩუნდება: ესენია,ანტალია, ბოდრუმი, კუშადასი და სხვა. 

„ფასებს რაც შეეხება, ერთი ადამიანისთვის 2 ადგილიან ნომერში, ერთი კვირიანი სრული პაკეტების ღირებულება 1500 ლარიდან იწყება. რაც შეეხება ევროპის ზღვისპირა კურორტებს ეს მიმართულებაც საკმაოდ აქტიურია. მოთხოვნა აქტიურია საბერძნეთზე და მის კუნძულებზე. ბოლო პერიოდში განსაკუთრებული მოთხოვნაა კრეტაზე. ასევე მოთხოვნადია კოსტა ბრავო ესპანეთში. Go Tour-ის მაგალითზე კი საკმაოდ აქტიურია დუბროვნიკი, სადაც პაკეტის ღირებულება 3000 ლარიდან იწყება. ხორვატიის მიმართულებით  ფრენებია საკმაოდ ძვირი. Go Tour-ის მაგალითზე მოთხოვნადია ასევე მალტის ტურები“, - განმარტავს წიკლაური.

Go Tour-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ შარშანდელთან შედარებით ფასებში ოდნავი მატება შეინიშნება, თუმცა პანდემიის შემდეგ რაც ფასები გაიზარდა, ეს გაზრდილი ფასები მაინც სტაბილურობას ინარჩუნებს. 

მისივე თქმით, Go Tour ტურების გაყიდვას ძირითადად თბილისიდან ფრენებით ახდებს, რადგანაც ქუთაისიდან ავიაკომპანია Wizz Air-ი საკმაოდ არასტაბილურად აუქმებს ფრენებს. 

„მე ვცდილობ, რომ საეჭვო კომბინაციებით, რითაც საკმაოდ გაჯერებულია ჩვენი ტურისტული ბაზარი, პაკეტები არ გავყიდო. არასოდეს არ გამიყიდია მალდივების ტური აბუ დაბიდან (საუბარია Wizz Air-ით ქუთაისიდან აბუ დაბის მიმართულებით ფრენებზე და პირიქით) რადგანაც არ მინდა, რომ მომხმარებელი დაზარალდეს და შემდეგ ჩვენ გაგვლანძღოს. ამიტომაა, რომ ტურისტული კომპანიიდან რისკები სწორად უნდა იყოს შეფასებული და მომხმარებელი არ დარჩეს შვებულების გარეშე, ან რამდენიმე ხნით ადრე დაგეგმილი ტური არ გაუძვირდეს. კი მესმის, რომ ჩვენზე არაა დამოკიდებული ეს გაუქმებები, მაგრამ ჩვენ ამიტომ ვართ, რომ ეს რისკები გავთვალოთ. თუ მომხმარებელს ძალიან უნდა კონკრეტული მარშრუტი, მაშინ პასუხისმგებლობა მეხსნება. თუმცა ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ მომხმარებელს ავუხსნათ მოსალოდნელ რისკებზე“, - აღნიშნა Go Tour-ს დამფუძნებელმა.

მისვე თქმით, საზღვარგარეთ დასვენების და მოგზაურობის მსურველთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

„თუ ადრე ადამიანები წელიწადში ერთხელ დადიოდნენ სამოგზაუროდ, ახლა უკვე 3-4-ჯერ დადიან. რეალურად მოგზაურობა ისეთი მიმართულება ხდება ადამიანის გარკვეული კატეგორიებისთვის, რომ ცდილობენ სულ უფრო და უფრო მეტი იმოგზაურონ“, - აღნიშნა წიკლაურმა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები