დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რამდენ პროცენტში გასცემენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ფიზიკურ პირებზე სესხებს

რამდენ პროცენტში გასცემენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ფიზიკურ პირებზე სესხებს

2023-06-16 10:00:31

2023 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ  1 580 623 694 ლარი, შეადგინა, რომლის 98%-ით ფიზიკურ პირებზეა გაცემული. სებ-ის ვებგვერდზე განთავსებული სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, პირველი კვარტლის მდგომარეობით ფიზიკურ პირებზე გაცემულია 1 553 392 939 ლარის სესხი. 

ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხის უმეტესობა, 45%-ი წლიური 15%-დან 20%-მდე საპროცენტო განაკვეთითაა გაცემული. მეორე ადგილზე კი წლიური 20%-დან 25%-მდე განაკვეთით გაცემული სესხებია, რომელზეც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების 19%-ი მოდის. მესამე ადგილზეა წლიური 35%-დან 40%-მდე სესხები, რომლებიც ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების სტატისტიკაში 10%-ს იკავებს.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთები- 2023 წლის I კვარტლის სტატისტიკა

  • წლიური 10%-მდე - 24 129 082 ლარი;
  • წლიური 10%-დან 15%-მდე - 14 486 365 ლარი;
  • წლიური 15%-დან 20%-მდე - 697 778 472 ლარი;
  • წლიური 20%-დან 25%-მდე - 292 236 935 ლარი;
  • წლიური 25%-დან 30%-მდე - 132 202 171 ლარი;
  • წლიური 30%-დან 35%-მდე -115 530 760 ლარი;
  • წლიური 35%-დან 40%-მდე - 154 795 983 ლარი;
  • წლიური 40%-ზე მეტი - 122 233 171 ლარი;

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები