დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რამდენი დასახლებული პუნქტი ჩაერთვება 2024 წელს გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდების ქსელში - მინისტრის განმარტება

რამდენი დასახლებული პუნქტი ჩაერთვება 2024 წელს გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდების ქსელში - მინისტრის განმარტება

2024-04-03 17:07:00

2024 წელს ბუნებრივი გაზის მიწოდების ქსელი აშენდება 134 დასახლებული პუნქტისთვის - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 29 იანვარს ცვლილება შევიდა მთავრობის განკარგულებაში. განახლებული გეგმით, გათვალისწინებული დასახლებების სიას დაემატება 154 დასახლებული პუნქტი, რის გამოც პროგრამა კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდება. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდგომ ბუნებრივი გაზი ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 93 პროცენტისთვის.

2013 წელს პროექტის „სინათლე ყველა სოფელს“ ფარგლებში დაიწყო ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი დასახლებული პუნქტების ელექტრიფიცირების სამუშაოები. სამუშაოები 2016 წელს დასრულდა და 29 უშუქო სოფელში 630 აბონენტი ჩაერთო ელექტროენერგიის მიწოდების ქსელში. ამავე პროექტის ფარგლებში სოფელ მუცოში აშენდა 100 კილოვატიანი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც, ასევე, ემსახურება მუცოს ისტორიული ძეგლის განათებას.

სამინისტროსათვის 2019 წელს გამოყოფილი ასიგნებებით განხორციელდა მესტიის მუნიციპალიტეტის ორი უშუქო სოფლის - ხალდესა და ჰეშკილის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის მიზნით ელექტროგადამცემი ხაზისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები. ჯამში 18 აბონენტს მიეცა ელექტროენერგიის მიწოდების ქსელში ჩართვის საშუალება“, - აღნიშნა დავითაშვილმა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები