დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რამდენი მგზავრი გადაჰყავს თბილისის მეტროს

რამდენი მგზავრი გადაჰყავს თბილისის მეტროს

2023-07-26 11:00:34

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ, Business Insider Georgia-თვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, თბილსის მეტრომ 2023 წლის 6 თვეში 75,277,234 მგზავრი გადაიყვანა. 

თბილისის მეტროს, 2023 წლის 6 თვის მონაცემებით თვეში საშუალოდ 12,546,205.67 მგზავრი გადაჰყავს, ხოლო დღეში 415,896.32 მგზავრი. 

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მონაცემებით, 2022 წელს მეტრომ 127,838,966 მგზავრი გადაიყვანა. თვეში საშუალოდ - 10,653,247, ხოლო დღეში 350,243.74 მგზავრი. 

2021 წელს, მეტროთი 78,444,386 მგზავრმა ისარგებლა. თვეში გადაყვანილმა მგზავრთნაკადის რაოდენობამ 6,537,032 შეადგინა, ხოლო დღეში 214,916.13 მგზავრი. 

სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ 2023 წელს, 2021-თან შედარებით, მეტროთი დღეში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა გაორმაგდა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები