დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რამდენი პრემია მოიზიდა სადაზღვევო სექტორმა 2023 წელს და რის ხარჯზე გაიზარდა კომპანიების მოგება

რამდენი პრემია მოიზიდა სადაზღვევო სექტორმა 2023 წელს და რის ხარჯზე გაიზარდა კომპანიების მოგება

2024-01-18 14:00:00

        დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედეველობის სამსახურის ინფორმაციით  2023 წლის განმავლობაში სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა პრემიამ შეადგინა 1,050 მლნ. ლარი, რაც 15%–ით მეტია წინა წლის ამავე პერიოდის მონაცემზე.

        როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული განპირობებულია სამედიცინო დაზღვევის, ავტოდაზღვევისა და სიცოცხლის დაზღვევის სახეობებში მოზიდული პრემიის მნიშვნელოვანი ზრდით.

        ანაზღაურებული ზარალები შეადგენს 630 მლნ. ლარს და გაზრდილია 27%–ით. ნეტო ანაზღაურებულმა ზარალმა შეადგინა 445 მლნ. ლარი, რაც 20%-ით მეტია წინა წლის მონაცემზე.

        კომპანიების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 250 მლნ. ლარი და გაზრდილია 19%–ით.

        წმინდა მოგება მიმდინარე წლის მონაცემებით შეადგენს 70 მლნ. ლარს და წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით გაზრდილია 79%-ით.

        „წმინდა მოგების მნიშვნელობანი ზრდა, სადაზღვევო მოგების მნიშვნელოვანი ზრდითა და საინვესტიციო საქმიანობიდან შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდით და უცხოური ვალუტის კურსთაშორისი სხვაობიდან მიღებული შემოსავლების ზრდითაა განპირობებული“ - აცხადებენ უწყებაში.

        2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით სადაზღვევო კომპანიების აქტივები შეადგენს 1 310 მლნ. ლარს, რაც 18%–ით მეტია წინა წლის ამავე თარიღის მონაცემთან შედარებით, ხოლო კაპიტალი გაზრდილია 11%–ით და შეადგენს 380 მლნ. ლარს.

        შეგახსენებთ, რომ ბაზარზე 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიებს

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

3 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები