დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რამდენი უნდა დახარჯოს ევროპამ ენერგოდამოუკიდებლობის მოსაპოვებლად  - კვლევა

რამდენი უნდა დახარჯოს ევროპამ ენერგოდამოუკიდებლობის მოსაპოვებლად - კვლევა

2023-10-05 20:00:33

ევროპას შეუძლია გახდეს ენერგოდამოუკიდებელი და 2040 წლისთვის დაასრულოს წიაღისეული საწვავის გამოყენება, ინდუსტრიაში 2 ტრილიონი ევროს ინვესტიციის მოზიდვით.

ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

კლიმატის ცვლილების კვლევის პოტსდამის ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, „ევროპის ქვეყნებს 2030 წლამდე მზისა და ქარის ენერგიაში, ისევე როგორც სხვა განახლებადი წყაროებში 140 მილიარდი ევროს ინვესტიცია დასჭირდებათ, - წერს სააგენტო.

მომდევნო 10 წლის განმავლობაში 2040 წლამდე, გარე ენერგეტიკული რესურსებისგან სრული დამოუკიდებლობის მისაღწევად, საჭირო იქნება წელიწადში 100 მილიარდი ევროს გამოყოფა, - მიიჩნევენ მეცნიერები.

კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ ძირითადი ძალისხმევა ქარის ენერგიის განვითარებაზე უნდა იყოს მიმართული. თუმცა, სხვა განახლებადი წყაროები, როგორიცაა მზის, წყალბადისა და გეოთერმული ენერგიები, ეს იქნება სტრატეგიის დამატებითი ელემენტები, რათა ევროპის ელექტროენერგიის საჭიროება 2030 წლისთვის დააკმაყოფილოს.

„ციფრები მნიშვნელოვანია, მაგრამ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ევროპის ქვეყნებმა, ზოგიერთი შეფასებით, გასულ წელს უკვე დახარჯეს 792 მილიარდი ევრო მხოლოდ უკრაინის კონფლიქტით გამოწვეული ენერგეტიკული კრიზისის შედეგებისგან მომხმარებლების დასაცავად“, - ციტირებს სააგენტო კვლევის ავტორებზე დაყრდნობით.  

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები