დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რამდენია საქართველოს საგარეო ვალი

რამდენია საქართველოს საგარეო ვალი

2023-12-13 16:00:44

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2023 წლის ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 8 646 056 ათას დოლარს შეადგენს, რაც ეროვნულ ვალუტაში დაახლოებით 23 455 884 ათასი ლარია.

2022 წლის ნოემბრის მდგომარეობით კი, საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 7 918 675 ათასი აშშ დოლარს შეადგენდა, რაც მაშინდელი კურსით 21 501 579 ათას ლარს უდრიდა.

მიმდინარე წლის ნოემბრის მდგომარეობით მთავრობის საგარეო ვალი 8 233 404 ათასი დოლარით განისაზღვრა, ეროვნულ ვალუტაში კი ის 22 336 401 ათასი ლარია.

2023 წლის ნოემბრის მონაცემებით, მრავალმხრივი კრედიტორების წინაშე დავალიანება 6 148 332 ათასი დოლარია, ანუ 16 679 811 ათასი ლარი. საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან:

აზიის განვითარების ბანკი (ADB),

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB),

ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB),

რეკონსტრუქციის და განვითარების განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები