დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რამდენია საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი

რამდენია საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი

2023-06-13 14:30:18

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2023 წლის მაისის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 8 404 509 ათას დოლარს შეადგენს, რაც ეროვნულ ვალუტაში დაახლოებით 21 783 647 ათასი ლარია.

2022 წლის მაისის მდგომარეობით კი, საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 7 898 961 ათასი ლარს შეადგენდა, რაც მაშინდელი კურსით 23 338 271 ათას ლარს უდრიდა.

მიმდინარე წლის მაისის მდგომარეობით მთავრობის საგარეო ვალი 7 980 384 ათასი დოლარით განისაზღვრა, ეროვნულ ვალუტაში კი ის 20 684 358 ათასი ლარია.

2023 წლის მაისის მონაცემებით, მრავალმხრივი კრედიტორების წინაშე დავალიანება 5 888 305 ათასი დოლარია, ანუ 15 261 898 ათასი ლარი. საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან:

აზიის განვითარების ბანკი (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები