დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რამდენია საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი - აგვისტოს სტატისტიკა

რამდენია საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი - აგვისტოს სტატისტიკა

2023-09-13 19:00:26

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2023 წლის აგვისტოს  მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი  8 568 560 ათას დოლარს შეადგენს, რაც ეროვნულ ვალუტაში დაახლოებით  22 528 458 ათასი ლარია.

2022 წლის აგვისტოს მდგომარეობით კი, საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 7 691 795 ათასი ლარს შეადგენდა, რაც მაშინდელი კურსით 22 340 819 ათას ლარს უდრიდა.

მიმდინარე წლის აგვისტოს მდგომარეობით მთავრობის საგარეო ვალი 8 153 618 ათასი დოლარით განისაზღვრა, ეროვნულ ვალუტაში კი ის 21 437 493 ათასი ლარია.

აგვისტოს სტატისტიკური მონაცემები, მრავალმხრივი კრედიტორების წინაშე დავალიანება 6 064 737 ათასი დოლარია, ანუ 15 945 406 ათასი ლარი. საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან:

აზიის განვითარების ბანკი (ADB) 

ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB)

რეკონსტრუქციის და განვითარების განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები