დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რამდენმა მძღოლმა გადააჭარბა 40 კმ/სთ-ზე მეტ სიჩქარეს - სტატისტიკა

რამდენმა მძღოლმა გადააჭარბა 40 კმ/სთ-ზე მეტ სიჩქარეს - სტატისტიკა

2023-06-17 14:00:18

2023 წლის პირველ კვარტალში სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარის გადაჭარბების 4648 ფაქტი გამოვლინდა.

შსს-ს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით ყველაზე დიდი რაოდენობით თბილისში აღირიცხა.

უფრო კონკრეტულად  საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125–ე მუხლის 1(1) ნაწილის შესაბამისად გამოწერილი ჯარიმების 33%-ი თბილისზე მოდი.

ამასთან, თბილისში დაფიქსირდა მსგავსი 1531 სამართალ დარღვევა. 26%-ით მეორე ადგილზეა შიდა ქართლი, სადაც გამოწერილია 1227 ჯარიმა.

2022 წლის სტატისტიკით კი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით სიჩქარის გადაჭარბების 12 013 შემთხვევაა გამოვლენილი. 2021 წლის სტატისტკით 8 350 სამართალდარღვევაა აღრიცხული, ხოლო 2020 წლის სტატისტიკით - 8 406 შემთხვევა.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარულ სამგზავრო გადაყვანის, საქალაქთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანის ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის შემთხვევში კი ჯარიმა 400 ლარია. 

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა, რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა, გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.

სამართალდარღვევის ჩადენა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ან სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები