დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რას გეგმავს და რამდენს ხარჯავს ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის

რას გეგმავს და რამდენს ხარჯავს ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის

2023-12-13 14:00:45

2024 წლის განმავლობაში ქართული ღვინის პოპულარიზაცია ბიუჯეტს 11 987 200 ლარი დაუჯდება.

როგორც სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ვიგებთ, ქვეპროგრამა „ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებები“ ითვალისწინებს ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობას და მიზანია საქართველოში მეღვინეობის განვითარება და მის ფარგლებს გარეთ არსებულ საერთაშორისო ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაცია, ცნობადობის ამაღლება და საექსპორტო მიწოდების მაქსიმალურად ზრდა, რისთვისაც სააგენტოს 2024 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 16 000 000 ლარი.

თუმცა სააგენტო გამარტივებული შესყიდვით მხოლოდ გამოყოფილი თანხის 75%-ის ათვისების უფლებას ითხოვს. 

შესაბამისი პროგრამის ფარგლებში, სსიპ - ღვინის ეროვნული სააგენტო, 2024 წელს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მსოფლიოს 15-მდე ქვეყანაში გეგმავს ქართული ღვინოპროდუქციის საერთაშორისო პოპულარიზაციისაკენ მიმართულ ეფექტურ, ქმედით ღონისძიებებს, მათ შორის საერთაშორისო და ადგილობრივი დეგუსტაციების, კონკურსების, საერთაშორისო ღვინის კონფერენციების, გამოფენების, სემინარების, მასტერკლასების და პრესტურების მოწყობა ჩატარდებას.

ამ მიზნით იგეგმება როგორც ქვეყნის შიგნით ასევე, საზღვარგარეთის რიგ ქვეყნებში მოქმედ ფიზიკურ, იურიდიულ პირებთან, კომპანიებთან და ორგანიზაციებთან სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების გაფორმება. აგრეთვე მედია-კამპანიების განხორციელება, სარეკლამო რგოლების შექმნა, რებრენდინგი, წარმომადგენლობითი და კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა - განხორციელება, ეროვნული ღონისძიებების, მათ შორის საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აქტივობების ფარგლებში ქართული ღვინის წარდგენა და სხვა ისეთი აქტივობები, რომლებიც მიმართული იქნება მაღალხარისხიანი ქართული (მათ შორის ბოთლში ჩამოსხმული) ღვინის საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე მოხმარების პოპულარიზაციისა და ზრდისაკენ, რაც ჯამში მოიცავს ქვეყნის შიგნით, სავარაუდოდ 15, ხოლო ქვეყნის გარეთ - 50-მდე ღონისძიების ჩატარებას.

საგულისხმოა, რომ მიმდინარე და წინა წლების პრაქტიკამ ცხადყო, რომ ქვეპროგრამის ფარგლებში შესასყიდი საქონლისა და მომსახურების შესყიდვის ვადები და მოცულობა წინასწარ გაუთვალისწინებელ და ცვალებად ხასიათს ატარებს. ასევე, უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ საერთაშორისო გამოფენების, დეგუსტაციებისა, თუ სხვა ღონისძიებების ორგანიზატორ ორგანიზაციებს, საკუთარი, ერთმანეთისაგან განსხვავებული და მკაცრად გაწერილი რეგულაციები გააჩნიათ და ისინი ძირითად შემთხვევაში თავად განსაზღვრავენ ღონისძიების ჩატარების ადგილს, დროს, მონაწილეთა რაოდენობას და მათთვის დადგენილი მოთხოვნების შინაარსს, ტექნიკურ, თუ ვიზუალურ მოთხოვნებს, მათ შორის სტენდის, თუ საგამოფენო-სადეგუსტაციო სივრცის დიზაინისა და მისი ტექნიკური აღჭურვილობისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების ხარისხსა და სხვა პარამეტრებს. აგრეთვე ძირითად პროცედურებთან დაკავშირებული ფორმალური საკითხების პირობებს, მათ შორის ანგარიშსწორების პირობებსა და ვადებს. „ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებები“-ს ქვეპროგრამის მიზნობრიობიდან გამომდინარე საერთაშორისო გამოფენებსა და ქართული ღვინის დეგუსტაცია/პრეზენტაციებზე წარსადგენი ღვინოპროდუქციის ნუსხას ადგენს სააგენტო, ღონისძიების ორგანიზატორის დადგენილი ფორმატის შესაბამისად.

უნდა აღინიშნოს, რომ ღონისძიებებზე წარსადგენი ღვინოპროდუქცია არის ქართველი მწარმოებლების მიერ შექმნილი პროდუქცია, რაც ხაზს უსვავს ქართული კულტურის უნიკალურობას, რომელთა შესყიდვა ხდება უშუალოდ მწარმოებლებისაგან, მათ შორის ფიზიკური პირებისა და მცირე მარნებისაგან. ღონისძიებებზე პროდუქციის ტრანპორტირება, ასევე დაკავშირებულია გაუთვალისწინებელ გარემოებებთან, რადგან ტვირთის რაოდენობისა და მოცულობის წინასწარ დადგენა შეუძლებელია. იგი დამოკიდებულია კონკრეტული ღონისძიების ფორმატზე და ორგანიზატორის მიერ დადგენილ მოთხოვნებზე.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები