დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რას გულისხმობს მწვანე წყალბადის საპილოტე პროექტი

რას გულისხმობს მწვანე წყალბადის საპილოტე პროექტი

2024-04-03 17:13:00

მიმდინარე წელს მომზადდა მწვანე წყალბადის სტრატეგიის პირველადი ვერსია, ახლო მომავალში ასევე იგეგმება სამოქმედო გეგმისა და საგზაო რუკის შემუშავება, -  ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა..

„აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აქტიურად მიმდინარეობს მწვანე წყალბადის საპილოტე პროექტის მოსამზადებელი პროცედურები (პროექტის ბიუჯეტია 23 მილიონი ევრო). პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 6 მგვტ სიმძლავრის მქონე მზის ელექტროსადგურის, წყალბადის გასამართი სადგურის და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ასევე წყალბადზე მომუშავე ავტობუსის შეძენა.

აქვე მინდა, ხაზი გავუსვა, რომ მწვანე ეკონომიკის განვითარება ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტია. გამომდინარე აქედან, სამინისტროს ინიცირებით და მსოფლიო ბანკის ტექნიკური დახმარებით, დაიწყო მუშაობა მწვანე ზრდის სტრატეგიაზე, რომელიც განსაზღვრული იქნება 2025-2030 წლებისთვის“, - აღნიშნა დავითაშვილმა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები