დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რას მოუტანს ქვეყანას ავტოსადგურების რეფორმა - მინისტრის მოადგილის პასუხი

რას მოუტანს ქვეყანას ავტოსადგურების რეფორმა - მინისტრის მოადგილის პასუხი

2024-04-23 11:00:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ქვეყანაში შიდა სამგზავრო გადაზიდვების რეფორმის პროცესზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ რეფორმა ეს მოიტანს ქვეყანაში უსაფრთხო მგზავრობის სტანდარტს, კომფორტულად მგზავრობის სტანდარტს და საერთაშორისო ნორმებთან შესაბამის ავტოსადგურებს და გადამზიდ კომპანიებს 

„ეკონომიკურ საბჭოზე განხილულ იქნა აღნიშნული საკითხები. დაზუსტდა თარიღები და დაზუსტდა გარდამავალი ნაბიჯები. გარდამავალი ეტაპი დაახლოებით 1 წელზე მეტი გაგრძელდება. ძალიან კომპლექსური რეფორმაა. სექტორში შექმნილი მდგომარეობა ყველას აწუხებს. მხედველობაში უპირველესად სერვისი და უსაფრთხოება მაქვს, სწორედ ამ კომპონენტებზე მუშაობით დავიწყებთ ჩვენ ამ რეფორმას, რომელიც გაგრძელდება დაახლოებით 1 წელი. უახლოეს პერიოდში მთავრობას წარედგინება კონკრეტული ვადებით და ეტაპებით გაწერილი რეფორმის მსვლელობა და საზოგადოებას ვაცნობებთ დამატებით.

ეს მოიტანს ქვეყანაში უსაფრთხო მგზავრობის სტანდარტს, კომფორტულად მგზავრობის სტანდარტს და საერთაშორისო ნორმებთან შესაბამის ავტოსადგურებს და გადამზიდ კომპანიებს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

2 წუთის წინ

9 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები