დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რას ყიდის და ყიდულობს საქართველო ჩინეთში

რას ყიდის და ყიდულობს საქართველო ჩინეთში

2023-07-27 12:00:27

ჩინეთიდან იმპორტი 10%-ითაა გაზრდილი, ხოლო ექსპორტი 95%-ითაა შემცირებული.

საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ ჩინეთიდან 575,063.47 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, ხოლო 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 523,143.12 ათასი დოლარის. 

ჩინეთიდან იმპორტმა თავის ისტორიულ მაქსიმუმს 2022 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყანამ 1,126,319.85 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა. ზრდა 2021 წელთან შედარებით 30%-ია.

2023 წლის მაჩვენებლებით ჩინეთიდან ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქცია გამომთვლელი მანქანებია.

  •  გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 43,047.49 ათასი დოლარი,
  • მოწყობილობები ჰაერის კონდიცირებისათვის -22,184.88 ათასი დოლარი,
  • ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი - 19,709.22 ათასი დოლარი,
  • რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 13,949.37 ათასი დოლარი,
  • სატვირთო ავტომობილები - 10,610.93 ათასი დოლარი.

ამასთან, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტია შემცირებული. 2023 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით საქართველოდან ჩინეთშია 219,785.61 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა,  2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 399,9943.09 ათასი დოლარის.

რას ყიდის საქართველო ჩინეთში: 

  • მადნები და კონცენტრატები სპილენძის - 157,026.40 ათასი დოლარი, 
  • მადნები და კონცენტრატები ძვირფასი ლითონებისა - 28,399.50 ათასი დოლარი, 
  •  ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 15,238.09 ათასი დოლარი, 
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 6,039.45 ათასი დოლარი, 
  • კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები - 3,047.88 ათასი დოლარი.

 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

13 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები