დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რას ყიდის და ყიდულობს საქართველო საუდის არაბეთიდან

რას ყიდის და ყიდულობს საქართველო საუდის არაბეთიდან

2023-08-08 12:00:25

2023 წლის ინვარ-ივნისში საქართველოდან საუდის არაბეთში 7,928.04 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტი 71%-ითაა შემცირებული. 

საუდის არაბეთში ექსპორტმა თავის ისტორიულ მაქსიმუმს 2016 წელს მიაღწია, როდესაც საქართველოდან 24,723.81 ათასი დოლარის პროდუქცია შევიდა. 

2023 წლის სტატისტიკით კი საქართველომ საუდის არაბეთში ყველაზე დიდი რაოდენობით ცხვარი გაიყვანა. ანუ საქსტატის მონაცემების მიხედვით 2023 წლის იანვარ-ივნისში საუდის არაბეთში საქართველოდან ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქცია ცოცხალი ცხვრები და თხები იყო. მეორე ადგილზე კი თხილია.

რას ყიდის საქართველო საუდის არაბეთში - ტოპ-5 პროდუქტი. 

  • ცხვრები და თხები ცოცხალი - 4,706.69 ათასი დოლარი,
  • თხილი და სხვა კაკალი - 1,268.50 ათასი დოლარი,
  • ხორცი ცხვრის ან თხის, ახალი, გაცივებული ან გაყინული - 704.26 ათასი დოლარი,
  • მანქანები ჭურჭლის სარეცხი - 377.30 ათასი დოლარი,
  • ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 176.62 ათასი დოლარი.

საუდის არაბეთიდან იმპორტი კი 226%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის პირველ ნახევარში საქართველომ საუდის არაბეთიდან 6,635.74 ათასი დოლარის პროდუქცია შემოიტანა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტი 2,032.49 ათასი დოლარის დონეზე იყო.

საუდის არაბეთიდან იმპორტმა რეკორდი 2022 წელს აჩვენა, თუმცა რეალურად რეკორდული მაინც 2023 წელი იქნება, რადგანაც მიმდინარე 6 თვის მაჩვენებლები 2022 წლის მაჩვენებლებს უკვე აჭარბებს. 2022 წელს საქართველომ საუდის არაბეთიდან 6,458.70 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, ხოლო ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქცია კი პოლიმერები იყო.

რას ყიდულობს საქართველო საუდის არაბეთიდან - ტოპ-5 პროდუქტი:

  • პოლიმერები პროპილენისა ან სხვა ოლეფინებისა, პირველადი ფორმებით - 4,785.47 ათასი დოლარი,
  • პოლიმერები ეთილენისა, პირველადი ფორმებით - 1,621.76 ათასი დოლარი,
  • სინთეზური კაუჩუკი - 101.84 ათასი დოლარი,
  • ფინიკი, ლეღვი, ანანასი, ავოკადო, გუაიავა, მანგო და მანგოსტანი - 17.70 ათასი დოლარი,
  • წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 9.93 ათასი დოლარი.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები