დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რას უკავშირდება საერთაშორისო რეზერვების ზრდა - გალტ & თაგარტის შეფასება

რას უკავშირდება საერთაშორისო რეზერვების ზრდა - გალტ & თაგარტის შეფასება

2023-07-10 11:45:57

საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2023 წლის ივნისში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 29.2%-ით გაიზარდა და 5.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

ამასთან, წინა თვესთან შედარებით რეზერვები 1.3%-ით გაიზარდა (+65.3 მლნ აშშ დოლარი).

გალტ & თაგარტის 3-7 ივლისის მიმოხილვის თანახმად, რეზერვების ცვლილება უკავშირდება მთავრობის და საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს, ასევე, სავარაუდოდ, სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვას (ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება 25 ივლისს).

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები