დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რას ვყიდით და რას ვყიდულობთ ნიდერლანდებში

რას ვყიდით და რას ვყიდულობთ ნიდერლანდებში

2023-06-14 11:00:13

მიმდინარე სტატისტიკური მაჩვენებლებით ნიდერლანდებში ექსპორტი 1,6%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან ნიდერლანდებში ექსპორტის ღირებულებამ 7,189.09 ათასი დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებლები 7,075.33 ათასი დოლარის დონეზე იყო.

ბოლო 14 წლის სტატისტიკით ნიდერლანდებში ექსპორტის რეკორდული მაჩვენებლები 2018 წელს დაფიქსირდა, როდესაც საქართველომ ნიდერლანდების ბაზარზე 46,154.97 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია შეიტანა.

საქართველოდან ნიდერლანდებში ნომერ 1 საექსპორტო პროდუქცია სპირტიანი სასმელებია.

ტოპ-5 პროდუქცია, რასაც საქართველო ნიდერლანდებში ყიდის

  • ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 1,441.97 ათასი დოლარი;
  • რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 910.82 ათასი დოლარი;
  • კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები - 898.73 ათასი დოლარი;
  • მანგანუმის ოქსიდები - 688.20 ათასი დოლარი;
  • სუნამოები და ტუალეტის წყალი - 451.04 ათასი დოლარი;

იმპორტის 35%-იანი ზრდა ფიქსირდება ნიდერლანდებიდან. 2023 წლის ოთხ თვეში ამ ქვეყნიდან საქართველოში 79,182.75 ათასი დოლარის იმპორტი განხორციელდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 58,479.87 ათასი დოლარის.

ბოლო წლების სტატისტიკით ნიდერლანდებიდან იმპორტმა რეკორდულ მაჩვენებელს 2016 წელს მიაღწია, როდესაც საქართველომ ნიდერლანდებში სულ 218,134.70 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა. 

ტოპ-5 პროდუქცია, რასაც საქართველო ნიდერლანდებიდან ყიდულობს

  • გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 4,492.81 ათასი დოლარი;
  • სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით - 3,566.96 ათასი დოლარი;
  • მსუბუქი ავტომობილები - 3,398.87 ათასი დოლარი 
  • ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 3,176.87 ათასი დოლარი;
  • სატვირთო ავტომობილები - 3,126.55 ათასი დოლარი. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

13 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები