დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რას ვყიდით და რას ვყიდულობთ შვედეთში

რას ვყიდით და რას ვყიდულობთ შვედეთში

2023-07-02 02:20:16

შვედეთი ექსპორტი 29%-ითაა გაზრდილი. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-მაისში საქართველომ შვედეთში 860.20 ათასი დოლარის პროდუქცია შეიტანა, 2022 წლის წლის ანალოგიურ პერიოდში კი 665.77 ათასი დოლარის. საქართველოდან შვედეთში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქციას ტომრები და პაკეტებია. 

რას ყიდის საქართველო შვედეთში ტოპ-5 პროდუქტი:

  • ტომრები და პაკეტები შესაფუთი - 246.97 ათასი დოლარი;
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 167.12 ათასი დოლარი;
  • მსუბუქი ავტომობილები - 41.99 ათასი დოლარი;
  • კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები - 7.84 ათასი დოლარი;
  • სხვა სახის ფეხსაცმელი რეზინის ან პოლიმერული მასალის ძირითა და ზედაპირით - 6.05 ათასი დოლარი;

აღსანიშნავია, რომ შვედეთში ექსპორტმა მაქსიმუმს 2022 წელს მიაღწია, როდესაც საქართველომ შვედეთში ექსპორტიდან 1,803.66 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო.

რაც შეეხება იმპორტს, 2023 წლის იანვარ-მაისში საქართველომ შვედეთიდან 16,042.92 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 14,845.87 ათასი დოლარის, შესაბამისად ზრდა 8%-ია. შვედეთიდან საქართველოში ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი მსუბუქი ავტომობილებია.

რას ყიდულობს საქართველო შვედეთიდან, ტოპ-5 პროდუქტი:

  • მსუბუქი ავტომობილები - 4,350.08 ათასი დოლარი;
  • სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით - 2,180.96 ათასი დოლარი;
  • ტრაქტორები და უნაგირა საწევარები - 1,002.04 ათასი დოლარი;
  • ქაღალდი და მუყაო არაცარცირებული სხვა, რულონებად ან ფურცლებად - 848.56 ათასი დოლარი;
  • გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 686.54 ათასი დოლარი;

შვედეთიდან იმპორტმა რეკორდულ მაჩვენებელს 2022 წელს მიაღწია. საქსტატის ინფორმაციით, გასულ წელს საქართველომ შვედეთიდან 35,446.02 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია იყიდა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

20 საათის წინ

20 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები