დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რას ვყიდით და რას ვყიდულობთ შვეიცარიაში - TOP 5 პროდუქტი

რას ვყიდით და რას ვყიდულობთ შვეიცარიაში - TOP 5 პროდუქტი

2023-06-12 14:00:01

შვეიცარიაში ექსპორტი 15%-იან კლებას აჩვენებს. საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან შვეიცარიაში 28,008.38 ათასი დოლარი პროდუქცია გაიგზავნა, მაშინ როდესაც 2022 წლის ოთხ თვეში შვეიცარიაში ექსპორტი 33,062.69 ათას დოლარს შეადგენდა.

ბოლო 14 წლის სტატისტიკის თანახმად, შვეიცარიაში ექსპორტი მნიშვნელოვნად 2016 წლიდან გაიზარდა და 2022 წლისთვის 97,736.10 ათასი დოლარი შეადგინა. 2022 წლის სტატისტიკაში 2021 წლის ექსპორტის სტატისტიკასთან შედარებით 21%-იანი ზრდაა. 

მიმდინარე სტატისტიკური მაჩვენებლებით საქართველოდან შვეიცარიაში ექსპორტის 91%-ი ოქროზე მოდის.

ტოპ-5 პროდუქცია რასაც საქართველო შვეიცარიაში ყიდის

  • ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით - 25,586.62 ათასი დოლარი,
  •  თხილი და სხვა კაკალი - 569.52 ათასი დოლარი,
  • სუნამოები და ტუალეტის წყალი - 569.49 ათასი დოლარი,
  • კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები - 509.44 ათასი დოლარი,
  • სამარჯვები ორთოპედიული; სხეულის ხელოვნური ნაწილები - 213.52 ათასი დოლარი.

რაც შეეხება იმპორტს, შვეიცარიიდან საქართველოში 31%-ით მეტი ღირებულების პროდუქციაა შემოტანილი.

კერძოდ, 2023 წლის იანვარ-აპრილში შვეიცარიიდან 39,325.16 ათასი დოლარის პროდუქცია შემოვიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 30,080.9 ათასი დოლარის.

2022 წლის სტატისტიკით შვეიცარიიდან იმპორტმა რეკორდულ მაჩვენებელს 117,189.55 ათას დოლარს მიაღწია, რაც ბოლო 14 წლის მაქსიმუმია.

2023 წლის ოთხი თვის სტატისტიკით ტოპ-5 პროდუქცია რასაც საქართველო შვეიცარიიდან ყიდულობს:

  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 17,436.61 ათასი დოლარი,
  • ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები - 6,930.24 ათასი დოლარი,
  • ინსექტიციდები და მცენარეთა აღმოცენების საწინააღმდეგო საშუალებები და ზრდის რეგულატორები - 1,939.64 ათასი დოლარი,
  • რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, აღდგენილი ან ნახმარი; - 1,163.73 ათასი დოლარი,
  • გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 847.33 ათასი დოლარი.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

10 საათის წინ

14 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები