დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რას ვყიდით და ვყიდულობთ ავსტრალიაში - TOP-5 პროდუქტი

რას ვყიდით და ვყიდულობთ ავსტრალიაში - TOP-5 პროდუქტი

2023-06-28 13:00:50

ავსტრალიაში საქართველო უფრო მეტ პროდუქტს ყიდის, ვიდრე ყიდულობს.

საქსტატის მონაცემებით, ავსტრალიაში ექსპორტი 19%-იან ზრდას აჩვენებს. 2023 წლის იანვარ-მაისში საქართველომ ავსტრალიაში 664.83 ათასი დოლარის პროდუქცია შეიტანა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 559.59 ათასი დოლარი.

ბოლო 14 წლის სტატისტიკით საქართველომ ყველაზე მეტი ღირებულების პროდუქცია ავსტრალიაში 2020 წელს გაყიდა, მაშინ ექსპორტმა 6,464.10 ათასი დოლარი შეადგინა. რაც შეეხება 2022 წლის შედეგების შედარებას 2021 წელთან - ექსპორტის 12%-იანი კლებაა.

2022 წელს საქართველომ ავსტრალიაში 1,452.20 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა, 2021 წელს კი 1,642.34 ათასი დოლარის. 

ტოპ-5 პროდუქტი, რასაც საქართველო ავსტრალიაში ყიდის:

  • ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 527.91 ათასი დოლარი;
  • თხილი და სხვა კაკალი - 52.45 ათასი დოლარი;
  •  ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები, სხვა წესით დამზადებული ან დაკონსერვებული - 43.95 ათასი დოლარი;
  • ავტომობილები, განკუთვნილი 10 კაცის ან მეტის გადასაყვანად, მძღოლის ჩათვლით - 16.90 ათასი დოლარი;
  • სათამაშოები სხვა; მოდელები შემცირებული ზომის და ანალოგიური მოდელები; თავსატეხები - 15.78 ათასი დოლარი;

რაც შეეხება ავსტრალიიდან იმპორტს, 2023 წლის იანვარ-მაისის მდგომარეობით საქართველომ ავსტრალიიდან 222.81 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 47%-იან კლებას აჩვენებს.

2022 წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველომ ავსტრალიიდან 418,62 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა.

ბოლო წლების სტატისტიკით საქართველომ ავსტრალიიდან ყველაზე მეტი ღირებულების პროდუქციის იმპორტი 2019 წელს დააფიქსირა, სულ 76,123.40 ათასი დოლარი, ხოლო რაც შეეხება ბოლო წლების სტატისტიკას, 2022 წელს ავსტრალიიდან საქართველოში 18%-ით მეტი პროდუქციის იმპორტი განახორციელა, ვიდრე 2021 წელს.

რას ყიდულობს საქართველო ავსტრალიიდან, ტოპ-5 პროდუქტი 2023 წლის 5 თვის სტატისტიკით:

  • მსუბუქი ავტომობილები - 103.11 ათასი დოლარი;
  • კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები - 45.17 ათასი დოლარი;
  • აპარატურა ელექტრული ელექტრული წრედების კომუტაციისათვის ან დაცვისათვის - 28.23 ათასი დოლარი;
  •  მანქანები მასალების ისეთი პროცესებით დასამუშავებლად, რომლებშიც გამოყენებელია ტემპერატურის ცვლილება - 15.11 ათასი დოლარი;
  • ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები - 6.11 ათასი დოლარი;

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები