დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რატომ დააჯარიმა სებ-მა საბროკერო კომპანია "ჰერითიჯ სიქიურითიზი"

რატომ დააჯარიმა სებ-მა საბროკერო კომპანია "ჰერითიჯ სიქიურითიზი"

2024-05-08 14:08:00

სებ-მა საბროკერო კომპანია "ჰერითიჯ სიქიურითიზი" დააჯარიმა. როგორც სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საბროკერო კომპანიის მიერ შემოწმების პროცესში დაფიქსირდა, შემმოწმებელთა ჯგუფისთვის კლიენტთან დადებული გარიგებების შესახებ ინფორმაციის/დოკუმენტაციის (დანართი №2) არასწორად წარმოდგენის 1 (ერთი) ფაქტი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 14 თებერვლის №35/04 ბრძანებით დამტკიცებული „პირების და მათი მმართველი ორგანოს წევრების მიმართ, ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობის, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის, ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესი“-ს 5¹ მუხლის მე-3 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 2,000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

შესაბამისად, საბროკერო კომპანია სს „ჰერითიჯ სიქიურითიზის“ დაეკისრა ფულადი ჯარიმა საერთო თანხით - 2,000  ლარის ოდენობით.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, სს „ჰერითიჯ სიქიურითიზი“ 2015 წლის 31 ივლისსა რეგისტრირებული და მისი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ვლადიმერ გურგენიძეა, ხოლო წევრები მიხეილ გვენცაძე და თენგიზ ლაშხი.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები