დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რატომ გაძვირდა მოგზაურობა სტამბულში

რატომ გაძვირდა მოგზაურობა სტამბულში

2023-05-30 18:00:23

თურქეთში მზარდი ინფლაციის ფონზე, ქვეყანაში ჩასულ უცხოელ ტურისტებს სხვადასხვა სერვისების მიღება საკმაოდ გაუძვირდათ.

როგორც Business Insider Georgia-თან საუბრისას ტურისტული კომპანია „გაიცანი საქართველოს“ ხელმძღვანელი ნიკა ჯმუხაძე აცხადებს, სტამბულის ტურების შემთხვევაში ერთი წლის განმავლობაში მუზეუმების მოსაკრებელი, საშუალოდ 50%-ითაა გაძვირებული და იგივე ვითარებაა მთელი თურქეთის მასშტაბით. 

მისივე თქმით, სტამბულში ტურის ფარგლები ჩასულ ტურისტებს მუზეუმები შესასვლელი ბილეთების ხარჯი საშუალოდ 200 ლარი ჰქონდათ, დღეს კი ეს ხარჯი უკვე 300 ლარამდეა გაზრდილი.

„გაიცანი საქართველოს“ ხელმძღვანელის განმარტებით, ზოგადად სტამბულის ტურებზე, გასულ წელთან შედარებით მოთხოვნა 20-23%-თაა გაზრდილი, ხოლო თავად ტურის ღირებულება 20%-მდე გაძვირდა. 

„ყველაზე მეტად სტამბულის ტურები აპრილშია ოთხოვნადი. ამ დროს სტამბულში ტიტების ფესტივალი იმართება, რომელიც საკმაოდ ბევრ ტურისტს იზიდავს. 

ფასები სტამბულის 4 დღიან ტურებზე გაზაფხულის პერიოდში საშუალოდ 950 ლარია, ხოლო ზაფხულში ბილეთების ფასის ზრდის გამო ტურის ღირებულებაც იზრდება და საშუალოდ 1 150 ლარია“, - განმარტავს ჯმუხაძე.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები