დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რატომ გაძვირდა მწვანილი

რატომ გაძვირდა მწვანილი

2023-08-22 14:00:39

მწვანილის მოსავლიანობაში მკვეთრი კლებაა, რამაც პროდუქტის გაძვირება გამოიწვია. აგრარულ ბაზრებში 1 კგ. მწვანილის ღირებულება 15-20 ლარს აღწევს, როცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდში საშუალოდ 3 ლარს შეადგენდა.

წყალტუბოში, მწვანილის მწარმოებელი, კომპანია „ქვიტირის“ დამფუძნებელი გოდერძი შავგულიძე პრობლემას უამინდობას უკავშირებს.

„ძლიერი გვალვის გამო მწვანილის მოსავალი მასობრივად განადგურებულია. ყველა რეგიონში, რომელიც ამ პროდუქტს აწარმოებს, დიდი პრობლემაა, არც იმპორტი შემოდის, მოთხოვნა კი დიდია, რაც ფასებზეც ადეკვატურად აისახა.

ბევრი დაითესა, მაგრამ სიცხისგან ნაყოფი გადახმა, ნათესების 80-85% განადგურდა. მწვანილი რომ შემოდიოდეს , ეს მდგომარეობა არ გვექნებოდა. მალფუჭებადი პროდუქტია, ამიტომ ზაფხულის განმავლობაში მისი იმპორტი ფაქტობრივად წარმოუდგენელია,ზამთარში უცხოური მწვანილი შემოვა და მდგომარეობას ცოტათი შეამსუბუქებს. მაღალი ფასები სავარაუდოდ შუა სექტემბრამდე შენარჩუნდება. თუმცა იმდენად არაპროგნოზირებადი ვითარებაა, არ გამოვრიცხავ, პირიქით მოხდეს და ფასი უფრო გაიზარდოს", - ამბობს გოდერძი შავგულიძე Business Insider Georgia- თან.

ცნობისთვის, EastFruit-ის მონიტორინგის თანახმად, რომელიც 11 აგვისტოს მონაცემებს მოიცავს, ქინძის საშუალო საბითუმო ფასი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5-ჯერ მაღალია.

წელს 1 კილოგრამი ქინძის ფასი 15-20 ლარია. დაახლოებით ამდენი ღირს ოხრახუში და ნიახური.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები