დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რატომ გაუქმდა დუბაი-თბილისის რეისი

რატომ გაუქმდა დუბაი-თბილისის რეისი

2024-04-17 08:33:00

დუბაის საერთაშორისო აეროპორტის გამო წუხელ ბევრი რეისი გადაიდო. წყალდიდობის გამო გაუქმდა დუბაი-თბილისის ავიარეისიც, რომელიც არაბეთის გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია flydubai-ს უნდა შეესრულებინა. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო 04:45 საათზე უნდა დაშვებულიყო.
განრიგის მიხედვით flydubai-ს შემდეგი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 14:25 საათზე უნდა დაეშვას.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ძლიერმა წვიმამ დუბაიში წყალდიდობა გამოიწვია. წყლით დაიფარა დუბაის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ/დასაფრენი ბილიკები დაფარა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები