დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რატომ მცირდება ოქროს ფასი

რატომ მცირდება ოქროს ფასი

2023-07-04 14:00:37

გალტ & თაგარტის ნედლეულის ბაზრის ყოველთვიური მიმოხილვის თანახმად, 2023 წლის ივნისში ოქროს ფასი თვიურად 2.2%-ით შემცირდა.

მიმოხილვაში ნათქვამია, რომ ოქროს გაიაფება გარკვეულწილად გამოწვეული იყო ჩინეთში ფიზიკურ ოქროზე მოთხოვნის შემცირებით.

„გაურკვევლობისა და მაღალი ინფლაციის პერიოდებში, ოქრო ითვლება ე.წ. safe-haven აქტივად. ამის გამო, ოქროზე მოთხოვნა გაიზარდა 2023 წლის აშშ/ევროპის საბანკო კრიზისის ფონზე, რამაც ხელი შეუწყო ფასების ზრდას ბოლო თვეებში და ოქროს ფასმა 2023 წლის აპრილში 2,000 აშშ დოლარს მიაღწია“,- ნათქვამია მიმოხილვაში. 

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის ოთხ თვეში საქართველოდან ექსპორტზე $32 მილიონის ღირებულების ოქრო გავიდა. 2022 წლის ოთხ თვეში ეს მაჩვენებელი $28 მილიონი იყო, წლიურ ჭრილში ზრდა12,3%-ია. 

საქსტატისვე მონაცემებით, საქთველოდან ყველაზე მეტი, $98 მილიონის ღირებულების ოქრო ექსპორტზე 2020 წელს გავიდა. 2021 წელს ექსპორტის მაჩვენებელმა $64 მილიონი, ხოლო 2022 წელს $81 მილიონი შეადგინა.  

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მოსალოდნელია რომ 2023 წელს ოქროს საშუალოწლიური ფასი გაუტოლდება $1,900.0-ს (+5.5% წ/წ), ხოლო 2024 წელს $1,750.0-ს (-7.9% წ/წ).

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

22 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები